რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო საქონლით ვაჭრობას დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით ეს ენერგეტიკული პროდუქტებით ვაჭრობაზე აისახა.
დაზუსტებული სეზონური ღირებულებებიდან გამომდინარე, რუსეთის წილი ევროკავშირის ენერგეტიკულ იმპორტში 2022 წლის I კვარტლამდე (26.0%-დან 27.6%-მდე) საკმაოდ სტაბილური იყო. 2022 წლის I და II კვარტალს შორის რუსეთის წილი მკვეთრად შემცირდა და კლების ტენდენცია 2022 წლის II და III კვარტალშიც გაგრძელდა. მთლიანობაში, რუსეთის წილი ევროკავშირის ენერგეტიკის იმპორტში 2022 წლის I და III კვარტალს შორის 10 პროცენტზე მეტით - 25,5%-დან 15,1%-მდე დაეცა.
2022 წლის II კვარტალში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი წილი ევროკავშირის ენერგეტიკის იმპორტში 1.4 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე რუსეთისა, ხოლო 2022 წლის III კვარტალში ეს სხვაობა 4.8 პროცენტამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის III კვარტალში ენერგეტიკის იმპორტმა შეერთებული შტატებიდან მთლიანი 12.2%-ი შეადგინა, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან - 7.7%-ი.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა