რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ეკონომიკური ომის გამოცხადებაა და ეს უკანონოა. მისივე თქმით, რუსეთს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და იმ საზღვრებში, რასაც ის მიზანშეწონილად მიიჩნევს.მედვედევის მტკიცებით, რუსეთს ექნება ნეგატიური ემოციები სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც სანქციები დააწესეს.
„ეს არის საერთაშორისო აგრესიის აქტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ცალკეული სახელმწიფოების ან მათი გაერთიანებების მხრიდან," - აღნიშნავს მედვედევი ადგილობრივ მედიასთან და დარწუნებულია, რომ სანქციები რუსეთს დესტაბილიზაციას არ მოახდენს და შედეგი საპირისპირო იქნება.