უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიამ დაკარგა:
- პერსონალი – დაახლოებით 16 600 ადამიანი,
- ტანკები – 582
- საბრძოლო ჯავშანტექნიკა / APV – 1664,
- საარტილერიო სისტემები – 294,
- MLRS – 93,
- საზენიტო საბრძოლო სისტემები – 52,
- თვითმფრინავი – 121,
- ვერტმფრენები – 127,
- სატრანსპორტო საშუალებები – 1144,
- გემები / ნავები – 7,
- საწვავის ავზები – 73,
- UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 56,
- სპეციალური აღჭურვილობა – 21.
- მობილური SRBM სისტემა – 4.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში 24 თებერვლიდან 27 მარტამდე პერიოდში, უკრაინამ დაკარგა:
- 289 უპილოტო საფრენი აპარატი,
- 1656 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა,
- 169 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
- 684 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი,
- 1503 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
მათივე ცნობით, რუსეთის ავიაციის მიერ განადგურდა 91 უკრაინული სამხედრო ობიექტი, ერთი ვერტმფრენი, 4 უპილოტო საფრენი აპარატი.
„26 მარტს, ქალაქ ლვოვის მახლობლად საწვავის დიდი ბაზა, რომელიც უკრაინის ჯარებს საწვავით ამარაგებდა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში, ისევე როგორც კიევის მახლობლად, განადგურდა. გარდა ამისა, მაღალი სიზუსტის ფრთოსანმა რაკეტებმა ქალაქ ლვოვში გაანადგურეს ლვოვის რადიო სარემონტო ქარხნის სახელოსნოები. ამ საწარმომ ჩაატარა „ტორ“ და S-125 საზენიტო სარაკეტო სისტემების, უკრაინის საჰაერო ძალების სარადარო სადგურებისა და ტანკების სამიზნეების ძირითადი რემონტი და მოდერნიზაცია.“ – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.