„რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, საქართველოსთვის სასარგებლოცაა“ - ეკონომისტი

„რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, საქართველოსთვის სასარგებლოცაა“ - ეკონომისტი

access_time2022-03-06 16:00:57

2022 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 22,382 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა თვესთან შედარებით 17,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. 2021 წლის დეკემბერში აღნიშული ქვეყნიდან საქართველოში 39,701 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა.


დღეს, 6 მარტს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ზღუდავს უცხოეთში მყოფი ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის მეუღლის, ახლო ნათესავებისთვის ფულის გადარიცხვას თვეში $5 000–მდე. ბანკის განცხადების თანახმად, ახლო ნათესავებში მოიაზრებიან შვილები, შვილიშვილები, მშობლები, ბებიები და ბაბუები, დები, ძმები, მშვილებლები და ნაშვილებები.


ეკონომისტი აკაკი ცომაია დაწესებულ სანქციებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საქართველოსთვის არის მეორე სავაჭრო პარტნიორი, მათთვის დაწესებული სანქციები საქართველოზეც აისახება. რაც შეეხება ფულად გზავნილებზე 5000 დოლარიან ლიმიტს, შეიძლება კონკრეტულად ამ შეზღუდვას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდეს.


„ზოგადად რუსეთის ეკონომიკაზე დაწესებულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზეც დიდი გავლენა ექნება, იმიტომ რომ რუსეთი არის საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორი და ფულადი გზავნილების კუთხითაც ძალიან ვართ მათზე დამოკიდებული. გზავნილების მიმართულებით 5000 დოლარიან ლიმიტს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდეს, რადგან არამგონია ბევრი იყოს ისეთი ადამიანი, ვინც თვეში ამაზე მეტს აგზავნის საქართველოში, თუმცა ვაჭრობის მიმართულებით დიდი გავლენა ექნება.



ფულადი გზავნილები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც პრობლემური იქნება. რუსეთის ეკონომიკა თუ შემცირდება, ცხადია, იქ მომუშავე ადამიანებზეც გავლენას მოახდენს. ფულადი გზავნილების შეზღუდვა და პრობლემები სავაჭრო მიმართულებით ნიშნავს, რომ საქართველოსთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება უკვე რისკებთან არის დაკავშირებული.


ზოგადად, რუსეთში ეკონომიკის დაზიანების პროცესი უკვე დაწყებულია. მალე, ქვეყნის ეკონომიკა დაიწყებს მყისიერად დაცემას და სავარაუდოა, რომ 5-დან 10%-მდე, შეიძლება მეტადაც შემცირდეს. გრძელვადიანი შედეგი უფრო ცუდი იქნება, ეკონომიკა თანდათანობით კიდევ უფრო მეტად შემცირდება, რადგან რუსეთს მომავალშიც ძალიან გაუჭირდება დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობა. თავის მხრივ საქართველოსთვის რუსეთის ეკონომიკის შემცირება ნიშნავს ექსპორტის და ფულადი გზავნილების ავტომატურად შემცირებას.  ქართული ეკონომიკისთვის აუცილებელია დივერსიფიკაცია, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუმცა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, თუ სხვა კუთხით შევხედავთ, სასარგებლოცაა საქართველოსთვის. აქამდე უნდა გაეკეთებინა ჩვენს ხელისუფლებას ის, რომ რუსეთის ეკონომიკაზე უფრო ნაკლებად ვყოფილიყავით დამოკიდებული“, - განაცხადა ცომაიამ.


აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან ვალუტის გატანა რუსეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ შეზღუდა, რაც უკრაინაში მისი შეჭრისა და შემდეგ დასავლეთის მხრიდან დაწესებული უმკაცრესი სანქციების ფონზე რუბლის კურსმა სტაბილურობა დაკარგა.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up