ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შემთხვევაში, აშშ ჩინეთს სანქციებს დაუწესებს.
„არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი ეცდება რუსეთის დახმარებას. პროცესებს პირველივე დღიდან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ ჩინეთი განიხილავს არალეტალური მხარდაჭერიდან რუსეთისთვის სამხედრო ძალისხმევის ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას“, – განაცხად ენტონი ბლინკენმა.