რუსეთისთვის სანქციების დაწესება ბუმერანგივით დაუბრუნდა ევროპას - ანალიტიკოსი

რუსეთისთვის სანქციების დაწესება ბუმერანგივით დაუბრუნდა ევროპას - ანალიტიკოსი

access_time2022-10-09 13:00:14

ევრო აშშ დოლართან მიმართებით, რამდენიმე თვეა, უფასურდება. ბოლოს ევრო აშშ დოლართან მიმართებით ასე სუსტი 20 წლის წინ, 2002 წლის დეკემბერში იყო. რით აიხსნება დღეს ევროს ასეთი შესუსტება და როგორ აისახება ეს საქართველოს ბაზარზე. ამ საკითხზე Europetime ანალიტიკოსს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ნიკა შენგელიას ესაუბრა.


რას უკავშირდება აშშ დოლართან ევროს ასეთი მკვეთრი გაუფასურება?


უკრაინა-რუსეთის ომს გავლენა აქვს ევროკავშირის ეკონომიკაზე. როდესაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, სამწუხაროდ, ეს ბუმერანგივით დაუბრუნდა ევროპას.


როდესაც ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მაშინვე დაიწყეს რუსული გაზის და ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატივის ძებნა.


გეთანხმებით, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები დიდწილად იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. დღეს ევროპაში ენერგომატარებლების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ყიდულობდნენ სასუქებს რუსეთისგან.


ამ ორი ნედლეულის გაძვირების გამო, ევროკავშირის პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდა. ბოლოს რაც გამოქვეყნდა, გერმანიის მაგალითს თუ განვიხილავთ, სამრეწველო ინდექსი იყო 45%, მანამდე კი 30%-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკამ სიმძლავრეების 45%-ს დაკარგა. თუ 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის ეკონომიკაში განვითარებულ პროცესებს შევაფასებთ, ეს ომი ევროპას კიდევ უფრო დააზარალებს, რადგან სერიოზულ კომპანიებს წარმოება აშშ-ისა და აზიის ბაზრებზე გადააქვთ.



თქვენი შეფასებიდან გამომდინარე, ევროს გაუფასურების ძირითადი მიზეზი, ეკონომიკისა და წარმოების შემცირებაა. რამდენად ხანგრძლივია ეს პროცესი და როდემდე და რა ნიშნულამდე გაუფასურდება ევრო?


გამომდინარე აქედან, ევროპის ეკონომიკაში გაზრდილი რისკების ფონზე, ევროს კურსი სუსტდება, არის მოლოდინი, რომ აშშ დოლართან მიმართებით ევროს კურსი 0,85 ევრო/ცენტამდე დაეცეს. ერთი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე, როცა გაკეთდა ტექნიკური ანალიზი დოლარზე, პარიტეტს ველოდებოდით. მოსალოდნელი იყო აშშ დოლარისა და ევროს კურსის გათანაბრება. გარკვეულწილად, ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა ახლა უკვე არ არის იმის პროგნოზი, რომ ევრო უახლოეს მომავალში გამყარდება.


ველოდებით ევროს გაუფასურებას. ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ევრო სავარაუდოდ, აშშ დოლართან მიმართებით 0,85 ევრო/ცენტამდე ჩამოვა. ევროს კურსი ამ ნიშნულზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, თუ ემისიის ან რამე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს ევროპის ცენტრალური ბანკი.


რა უარყოფით გავლენას მოახდენს ევროს ვარდნა ევროკავშირის ბაზარზე?


წარმოებები ჩერდება, ეკონომიკა მცირდება და იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება. ფაქტობრივად, ერთი რამ უნდა გააკეთონ, რომ ჩინეთიდან შემოსულ იაფ პროდუქციაზე გადასახადები აწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ეკონომიკა კიდევ შემცირდება და არაკონკურენტუნარიანი იქნება. ევროპა ვერ ასცდება ინფლაციას და სულ მცირე ერთი წელი ვერ გაუმკლავდება. ის მაჩვენებელი, რომ ევროპაში ინფლაცია 10%-ია, ვფიქრობ, ძალიან შელამაზებული მაჩვენებელია, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვიოს.


საქართველოზე როგორ აისახება ეს პროცესი? რა გავლენა ექნება ევროკავშირთან ექსპორტ-იმპორტსა და ფულად გზავნილებზე?


შეიძლება, არის გარკვეული მსჯელობა, რომ ევრო გაიაფებულია და შესაძლოა, ქვეყანაში იაფი პროდუქტი შემოვიდეს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. თვითონ პროდუქციის ფასი იზრდება და ის რომ, ევრო აშშ დოლართან მიმართებით უფასურდება, ეს დადებითად ვერ წაადგება ქართველ იმპორტიორს.


ევროს გაუფასურება გავლენას მოახდენს ფულად გზავნილებზე, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეები კონვერტაციისას ნაკლებ ლარს მიიღებენ.


რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების დინამიკას, ვფიქრობ აქ შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის ზრდის ტენდენცია ჯერ არ იკვეთება. ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილები ევროზონიდან საქართველოში იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ევროპაში უმუშევრობის დონე აიწევს.


europenews.eu





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up