რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო ხაზის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო ხაზის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

access_time2022-06-08 14:00:52

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო ხაზის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“  აუდიტორი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს. მისი თქმით, კონკრეტული მიზეზი, რას ემსახურება სარკინიგზო ხაზის აღდგენა, უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, სამხედრო ტვირთების მოძრაობით იყოს განპირობებული. ჩარგეიშვილი ოკუპანტი ქვეყნის განზრახვას საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს და დასძენს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობამ გარკვეული რეაგირება  უნდა მოახდინოს და რისკები სათანადოდ შეაფასოს.


,,როგორც ჩანს,  რუსეთი შეეცდება ტვირთების მოძრაობას ოკუპირებული აფხაზეთის პორტის გამოყენებით. ნამდვილად არის  საყურადღებო ინფორმაცია. ჯერჯერობით არც ერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია. აფხაზური მხარის განცხადებით, თავიდან ბოლომდე რემონტდება აფხაზეთის  რკინიგზა ოჩამჩირის რკინიგზის სადგურამდე. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა დაშვებით კეთდება, რა გვაქვს ამის საპრევენციოდ, რომელი სამსახურები არიან  ჩართული, რომელ ინვესტორს აინტერესებს, რომ აფხაზეთის სარკინიგზო ხაზი სრულად იყოს განახლებული. ჩვენ სად ვართ და რას ვაკეთებთ ამ დროს.  გამოდის, რომ გადაწყვეტილი აქვთ სარკინიგზო ხაზის აღდგენა  გალამდე. ამ დროს ვიცით, რომ სამხედრო ნაწილია ამ აკვატორიაში, ლოგიკურად მიჭირს დავუკავშირო პოლიტიკურ პროცესებს , მაგრამ საფრთხე არის, რას ნიშნავს რკინიგზის გალამდე მოახლოება ანუ ადმინისტრაციულ საზღვრამდე სათანადოდ უნდა შეფასდეს და რეაგირება მოახდინონ“, - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.


მისი თქმით, აფხაზეთის რკინიგზა რუსეთისთვის გახდება  ლოგისტიკის შემავსებელი და გამაიაფებელი, ვინაიდან  სოხუმი საპორტო ქალაქი არ არის, ამიტომ სარკინიგზო ხაზის გაფართოება ხდება.



გარდა ამისა, ჩარგეიშვილი არ გამორიცხავს რუსეთი ითვალისწინებდეს შავი ზღვის არეალში წყალქვეშა ნაღმებთან დაკავშირებით საფრთხეს და  ალტერნატივას ეძებდეს.


აფხაზეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ საქართველოსთვის საფრთხეს ნაკლებად ხედავთ აფხაზეთის ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი. მისი ვარაუდით, რკინიგზის აღდგენა შესაძლოა უკრაინის ფაქტორს უკავშირდებოდეს და ამავე დროს  წმინდა ეკონომიკური მიზეზიც არსებობდეს, რაზეც რუსული  მხარე არ საუბრობს.


,,სამხედრო თვალსაზრისით, რუსები მონდომებული არიან, უფრო ადვილად გაიყვანონ თავიანთი ჯარები გუდაუთიდან უკრაინის მიმართულებით. ამასთან რკინიგზა აფხაზეთში ტურისტული სეზონის წარმატებისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია.   სტრატეგიული ობიექტია და რუსეთი ყოველთვის ცდილობდა მის გამოყენებას, უბრალოდ, ახლა მეტი მოტივი აქვს ამისთვის, როცა უკრაინაში საომარ მოქმედებებს ატარებს. ჩვენთან მიმართებაში რისკს ნაკლებად ვხედავ, რა სიტუაციაც დღეს საქართველოში ტვირთების გადაზიდვებთან  დაკავშირებით არსებობს, ამით არ უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი ,,კომერსანტთან“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up