რუსეთმა „არამეგობრულ“ ქვეყნებთან შესაძლოა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები შეაჩეროს

რუსეთმა „არამეგობრულ“ ქვეყნებთან შესაძლოა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები შეაჩეროს

access_time2023-03-15 18:30:50

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ პუტინს შესთავაზეს, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები ყველა „არამეგობრულ“ ქვეყანასთან შეაჩეროს.

 

ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში ვარაუდობენ, რომ  პუტინი გამოსცემს ბრძანებულებას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების შეჩერების შესახებ ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესეს. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა სამინისტროსგან მიღებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელსაც Forbes.ru ავრცელებს

  

რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიერ ცალმხრივად დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათ შორის ევროკავშირის გადაწყვეტილებას მისი ე.წ. ევროკავშირის შავ სიაში შეყვანის შესახებ, რუსეთის ფედერაციის უფლებების დარღვევად მიიჩნევს.

 

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები საგადასახადო მოცულობას ამცირებს ერთ ქვეყანაში გადახდილი გადასახადებით. 1990-იანი წლებიდან რუსეთმა ხელი მოაწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას ათეულობით ქვეყანასთან - შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან, მათ შორის - საფრანგეთთან და გერმანიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, შვეიცარიასთან, კანადასთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან.


 

2022 წელს ზოგიერთი შეთანხმება შეწყდა (მაგალითად, ხელშეკრულება უკრაინასთან, რომელიც ძალაში იყო 1995 წლიდან) ან შეჩერდა (როგორც მოხდა ლატვიასთან შეთანხმების შემთხვევაში).

 

როგორც Forbs.ru წერს, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ შეაჩერებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებებს ქვეყნებთან, რომლებსაც არ სურთ რუსეთთან თანამშრომლობა, რათა მათ შეღავათები ცალმხრივად არ მიეცეთ.

  

შეგახსენებთ, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან დადებული არ აქვს.


წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველო არც ოკუპანტი რუსეთის „არამეგობრულ“ ქვეყნებს შორის მოიაზრება. მოსკოვში დაფუძნებული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამია, რუსეთი 14 მეზობლიდან მინიმუმ 8-სთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. კვლევა ჩატარდა 14 ქვეყანაში, მათგან 8 აღიარებულ იქნა მეგობრულად, ხოლო 4 - ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და უკრაინა აშკარა მტრების კატეგორიაში მოხვდა. საქართველო და მოლდოვა შედარებით მეგობრულ სახელმწიფოებად ჩაითვალა. ამასთან, კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაუმჯობესდა. კვლევა 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.

 


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up