რუსული პროფილური გამოცემის „სამხედრო-სამრეწველო კურიერის“ მონაცემებით, 2021 წელს რუსეთში 31 ავიაკატასტროფა დაფიქსირდა. სტატიის ავტორები 40-ზე მეტ ავია ინციდენტს განიხილავენ, რომელთაგან 24 შემთხვევაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მაგალითად, მარტში კატასტროფა განიცადა რუსეთის სამხედრო ავიაციის ფლაგმანმა ბომბდამშენმა „Ту-22М3“. შემთხვევა კალუგის ოლქში მოხდა და მას 3 ოფიცერი ემსხვერპლა.
ივნისში კამჩატკაზე „Ан-26Б-100“ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფაში 28 ადამიანი დაიღუპა.
აგვისტოში კი ტყის ხანძრის ქრობისას ჩამოვარდა სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი „Бе-200“, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
აგვისტოში, შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თათრეთის რესპუბლიკაში „L-410“-ის ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.
ექსპერტების აზრით, ამ შემზარავი სტატისტიკის მიზეზი საავიაციო უსაფრთხოებისადმი მაღალჩინოსნების გულგრილი დამოკიდებულებაა. ავიაკომპანიები არ ინტერესდებიან ავიაკატასტროფების დეტალური და სრულყოფილი გამოძიებით. თავად რუსული ავიაცია კი არაკომპეტენტური ხელმძღვანელობის ქვეშ ღრმა კრიზისში ჩაეშვა.
sibreal.org