რუსეთის მთავრობამ 19 ქვეყანას, მათ შორის ჩრდილოეთ კორეას, ირანს და ჩინეთს, სავიზო რეჟიმი გაუმარტივა. ამ ქვეყნის მოქალაქეები, სასტუმროს ან ნებისმიერი ტიპის საცხოვრებლის დაჯავშნით, რუსეთის ვიზის მიღებას შეძლებენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებულ მთავრობის ბრძანებაშია ნათქვამი.
ამ ქვეყნების ჩამონათვალშ არიან: ბაჰრეინი, ბრუნეი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, კამბოჯა, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ქუვეითი, ლაოსი, მალაიზია, მექსიკა, მიანმარი, ომანი, საუდის არაბეთი, სერბეთი, ტაილანდი, თურქეთი და ფილიპინები.
2021 წლის აგვისტოდან ყველა ქვეყნის უცხოელ ტურისტს შეეძლოთ სასტუმროს დაჯავშნით რუსეთში ექვსთვიანი ვიზის მიღება. ახლა ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ, რომლებიც მთავრობის ახალ სიაში არიან.
ერთი დღით ადრე, რუსეთისა და ჩინეთის ხელისუფლებამ განაახლეს ხელშეკრულება უვიზო ჯგუფური ტურისტული მოგზაურობის შესახებ, რომელიც COVID-19-ის პანდემიის დროს შეჩერებული იყო. ახლა ჩინეთის მოქალაქეები კვლავ შეძლებენ რუსეთში 5-დან 50-კაციანი ტურისტული ჯგუფებით ჩამოსვლას და ქვეყანაში 15 დღემდე უვიზოდ დარჩენა შეეძლებათ.
2022 წელს უცხოელი ტურისტების ნაკადი რუსეთში 96%-ით შემცირდა კოვიდამდელ პერიოდთან შედარებით. გასულ წელს ქვეყანაში მხოლოდ 200 100 უცხოელი ტურისტი შემოვიდა. 2020 წელს - 335 800, 2019 წელს - კოვიდამდე - 4,9 მილიონი. ინფორმაციას Moscow Times-ი ავრცელებს.