უკრაინული მედიის ცნობით, 11 თებერვალს, ღამით, რუსეთის მხარე დნეპროპეტროვსკის რეგიონში ირანული წარმოების უპილოტო საფრენი „შაჰედის“ ტიპის დრონებით 3 ენერგეტიკულ ობიექტს დაესხა თავს . როგორც „უკრაინაკაია პრავდა" წერს, ზიანი მნიშვნელოვანია
მედიის ცნობით ცნობით დრონებმა ორი ენერგეტიკული ობიექტი — ერთი კრივოი როგის რეგიონში და ერთი ნიკოპოლის რეგიონში დააზიანეს . შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით კი, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, გასული დღის განმავლობაში, 106 რაკეტა ისროლეს და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, აქედან 28 სწორედ "Shahed-136" ტიპის დრონების გამოყენებით.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, ისროლა 106 რაკეტა, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.