რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახურმა ფედერაციის ტერიტორიაზე Facebook მთლიანად დაბლოკა. ასეთი ზომები კრემლმა სოციალური ქსელის მიერ რუსულ მედიაზე „წვდომის შეზღუდვის“ საპასუხოდ მიიღო.
„2022 წლის 4 მარტს მივიღეთ გადაწყვეტილება, დავბლოკოთ Facebook რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია როსკომნადზორის განცხადებაში.
მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში Facebook–ს შეზღუდული ჰქონდა რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალებების გვერდებზე წვდომა.