პარასკევს, 16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს 40 მდე რაკეტა ესროლა, მათგან 37 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, კიევმა გაუძლო ერთ-ერთ ყველაზე დიდ სარაკეტო თავდასხმას რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან.
რუსეთის საოკუპაციო ძალები ბომბავენ უკრაინის სხვა ქალაქებსაც. აფეთქებებია დნეპროში, დნიპროპეტროვსკის ოლქში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ვინიცაში, კიროვოგრადის, პოლტავას და ჟიტომირის ოლქებში
სარაკეტო შეტევით მიყენებული ზიანის გამო უკრენერგომ უკრაინის ენერგოსისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც კომპანიის ვებსაიტზე იტყობინება, ელექტროსადგურებზე რუსული თავდასხმების შედეგად მოხდა უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის მოხმარების 50%-ის დაკარგვა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ სისტემური ავარიის რეჟიმი გამოაცხადა.