რუსეთმა კონტრაბანდა დააკანონა - „პარალელური იმპორტი“ კანონდარღვევად აღარ ჩაითვლება

რუსეთმა კონტრაბანდა დააკანონა - „პარალელური იმპორტი“ კანონდარღვევად აღარ ჩაითვლება

access_time2022-04-01 21:00:00

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ პარალელური იმპორტი დააკანონა, რაც იმპორტირებული საქონლის მიმწოდებლებს საშუალებას აძლევს, პროდუქცია იმავე სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე გაყიდონ. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.


„ამ დრომდე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი პროდუქციის გაყიდვა, საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობის გაზრდის სამთავრობო კომისიის სხდომაზე.


მისი თქმით, პროდუქციის ჩამონათვალს, რომლის შემოტანაც რუსეთის ფედერაციაში საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელია, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო დარგის წინადადებების სააფუძველეზე დაამტკიცებს.



პარალელური, ანუ იგივე „რუხი იმპორტი არის ტერმინი, რაც სასაქონლო ნიშნის მქონე პროდუქციის შეტანას ამ ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე ნიშნავს. ეს ხდება პარალელურად ამ საქონლის ოფიციალური იმპორტისა, რასაც ავტორიზებული დილერები ეწევიან.


ბოლო დრომდე პარალელური იმპორტი, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლით, აკრძალული იყო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საქონლის შეტანა უშუალოდ უფლების მქონე პირის მიერ, ან მისი თანხმობით არის შესაძლებელი. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, „რუხი“ იმპორტი კონტრაბანდულად ითვლება, რაც საქონლის ლეგალურ იმპორტად არის შენიღბული.


თუმცა, მიშუსტინის თქმით, რუსეთმა „ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომ მთავრობამ პროდუქციის სია უნდა განსაზღვროს, რისი გაყიდვის შემდეგაც მათზე მფლობელის სასაქონლო ნიშნის უფლება ამოწურულად ჩაითველბა.“ მიშუსტინი ამბობს, რომ ასეთ მიდგომას საერთაშორისო პრინციპი ითვალისწინებს.


bpn.ge


თეგები:
იმპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up