რუსეთმა მარცვლეულის საექსპორტო გადასახადის საორიენტაციო ფასები შესაძლოა, 50 დოლარით გაზარდოს

რუსეთმა მარცვლეულის საექსპორტო გადასახადის საორიენტაციო ფასები შესაძლოა, 50 დოლარით გაზარდოს

access_time2022-11-15 15:30:00

რუსეთში მარცვლეულის საექსპორტო გადასახადის დამდგენი საორიენტაციო (ინდიკატორული) ფასები შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნადეჟდა შკოლკინამ განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.


მისი თქმით, საექსპორტო გადასახადების ამოღებისას საორიენტაციო ფასის ზრდა ფერმერებს საშუალებას მისცემს, მარცვლეულში ღირსეული ფასი მიიღონ, რასაც ისინი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოსამზადებლად, აღჭურვილობის შესაძენად და მუშების ანაზღაურებისთვის გამოიყენებენ. ამის შედეგად „სახელმწიფოს მარცვლეულის მწარმოებლების მხარდასაჭერად დამატებითი თანხების დახარჯვა აღარ მოუწევს.“


შკოლკინა აქ საბაზისო ფასებს გულისხმობს, რომელიც მთავრობის დადგენილებით ამჟამად ტონა ხორბალზე 15 ათას რუბლს (248.5 დოლარს), ქერსა და სიმინდზე კი 13,8 ათასი რუბლს (229 დოლარს) შეადგენს. ანალიტიკური კომპანია „პროზერნოს“ გენერალური დირექტორის, ვლადიმერ პეტრიჩენკოს შეფასებით, რუსეთის ბაზრისთვის მომგებიანი იქნება, თუკი მარცვლეულის საბაზისო ფასები ტონაზე 3 000 რუბლით (50 დოლარით) გაიზრდება, ანუ ტონა ხორბალზე 15 ათასიდან 18 ათას რუბლამდე (248.5-დან 298 დოლარამდე), ხოლო ქერსა და სიმინდზე 13,8 ათასიდან 15 ათას რუბლამდე (229-დან 248.5 დოლარამდე) მოიმატებს.


შკოლკინა, ასევე, ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს მარცვლეულის საექსპორტო კვოტა, რაც შიდა ბაზარზე რეკორდული მოსავლით გამოწვეულ ზეწოლას შეამცირებს. მანამდე ვიცეპრემიერ ვიქტორია აბრამჩენკომ თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საბაჟო-სატარიფო რეგულირების ქვეკომისიამ მხარი დაუჭირა რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტის სატარიფო კვოტის გაზრდას იმ ქვეყნებში, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშრის წევრები არ არიან. უწყების წინადადებით, 2023 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდისთვის ხორბლის, მესლინის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის საექსპორტო კვოტა 25,5 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს.



ამასთან, ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, რომ 16 ნოემბრიდან ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი მიმდინარე 3012 რუბლიდან 2922,1 რუბლამდე (50-დან 48 დოლარამდე) შემცირდება. ეს 3%-იანი კლება იქნება და საფასურის ოდენობა, ფაქტიურად, წინა კვირის მაჩვენებელს, 2923,2 რუბლს (48 დოლარს) დაუბრუნდება. რაც შეეხება ქერის გადასახადს, ის ტონაზე 2495 რუბლიდან 2686 რუბლამდე (41-დან 44,5 დოლარამდე) გაიზრდება. სიმინდის გადასახადის დინამიკა ყველაზე დიდი იქნება და მაჩვენებელი 2,5-ჯერ დაეცემა. ტონაზე ფასი 1,114.3 რუბლიდან 447,5 რუბლამდე (18-დან 7,4 დოლარამდე) შემცირდება.


ახალი საბაჟო განაკვეთები 22 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს. გადასახადები საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რამაც ტონა ხორბალზე მიმდინარე 314 დოლარის ნაცვლად, 312,3 დოლარი, ქერზე 283,7-დან 288,5 დოლარი, ხოლო სიმინდისთვის არსებული 251,6 დოლარიდან 236,4 დოლარი შეადგინა.


ბიზნესპრესნიუსი



თეგები:
გადასახადი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up