რუსულმა კომპანია AvtoVAZ-მა 1-ელი მარტიდან, რამდენიმე მოდელზე, მათ შორის პოპულარულ Niva-ზე ფასები გაზარდა. ფასების ზრდა ეხება როგორც Lada Niva Travel-ს, ასევე კლასიკურ მოდელს Niva Legend-ს. ავტომობილები საშუალოდ 2%-ით გაძვირდა.
კერძოდ, Lada Granta-ს ავტომობილები, კონდიციონერით, 20 000 რუბლით გაძვირდა. ახლა სედანი ღირს 755 ათასი 900 რუბლიდან. სამკარიანი Lada Niva Legend-ი კი 21 ათასი რუბლით გაძვირდა და ახლა 821 ათასი 900 რუბლიდან ღირს. Lada Niva Travel, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო გაუმჯობესებული აღჭურვილობა, გაძვირდა 16 ათასი რუბლით და ღირს 1 მლნ 14 ათას 900 რუბლიდან.
გაძვირება შეეხო დილერისთვის მიწოდებულ ავტომობილებსაც.