რუსეთმა პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ოკუპირებულ ცხინვალთან საზღვრები გახსნა

რუსეთმა პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ოკუპირებულ ცხინვალთან საზღვრები გახსნა

access_time2020-09-17 19:00:58

15 სექტემბრიდან რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში პანდემიის მეორე ტალღა უკვე აშკარად დაიწყო.


კერძოდ, დამძიმდა ვითარება ყარაჩაი-ჩერქესეთის რესპუბლიკაში, სადაც 450 000 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო დღიურმა ინფიცირებამ უკვე 50-ს გადააჭარბა, ყაბარდო-ბალყარეთშიც ექიმების ინფორმაციით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა კონკრეტულ ციფრებს ისინი არ ფლობენ. ეპიდემიოლოგების აზრით, სავარაუდოდ, ასეთია ვითარებაა რუსეთი მთელს სამხრეთ რეგიონში, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთში, რომელთანაც, გასაგები მიზეზების გამო, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობას განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები აქვს.


სწორედ ამ დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საზღვარზე საკარანტინო შეზღუდვებს ხსნის.


ოსი ექიმების აზრით რეგიონი გუშინ არ იყო და არც დღეს არ არის მზად პანდემიისთვის. მათ მიერ მიღებული გამოცდილება შესაძლო გართულებებთან გამკვლავებისთვის საკმარისი არაა, რადგანაც მათ მძიმე დაავადებულებთან კონტაქტები თითქმის არ ქონდათ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ინფიცირების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, მათ მხოლოდ რუსი ექიმების დახმარების იმედი აქვთ.


ოსი პოლიტოლოგის ვიაჩესლავ გობოზოვის აზრით, ხელისუფლება მართალი იყო, როდესაც გაზაფხულზე საკარანტინო შეზღუდვები შემოიღო. ამ ნაბიჯმა რეგიონი პანდემიისგან ფაქტიურად გადაარჩინა და დასაწყისში მოსახლეობა ამ ზომებს გაგებით მოეკიდა. თუმცა ძალიან მალე აკრძალვებმა პოპულარობა დაკარგა და ამის პირველი მიზეზი - ეკონომიკურია.



„ხელისუფლება ისეთი სირთულეები ვერ გათვალა როგორიცაა ფასების ზრდა და აუცილებელი საქონლის დეფიციტი. ნეგატიურმა ეკონომიკურმა ვითარება ის გამოიწვია, რომ საკარანტინო ღონისძიებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება მკვეთრად გაუარესდა. ივლისში შეთქმულების თეორიებიც კი გაჩნდა, თითქოს მაღალჩინოსნები შეზღუდვებს გამდიდრების მიზნით იყენებენ და მას ამიტომაც მუდმივად აგრძელებენ“, - განაცხადა გობოზოვმა.


უკმაყოფილების მეორე მიზეზი ისაა, რომ ხელმძღვანელობამ საზოგადოებას გახსნილობა და გამჭირვალობა ვერ დაანახა. საკარანტინო ზომები რუს სამხედროებზე არ ვრცელდებოდა და ხელისუფლება ამ ფაქტს ჯიუტად უარყოფდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებული ცხინვალი პატარაა და აქ ყველამ ყველაფერი იცის. მესამე მიზეზი ისაა, რომ ე.წ. ხელისუფლება ანტივირუსულ ღონისძიებების დანერგვის დროს საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან არ თანამშრომლობდა.


„უმჯობესი იქნებოდა მათ ამ საკითხზე პასუხისმგებლობა საზოგადოების ფართო ფენებთან და ოპოზიციასთან გაეყოთ. მაშინ მათ მიმართ ნაკლები პრეტენზიები იქნებოდა. ეს არ გაკეთდა და ამიტომაც უკვე ივლისში ნეგატიური განწყობები მკვეთრად გაიზრდა და მოსახლეობა რუსეთთან საზღვრის გახსნას ითხოვდა“, - ამბობს გობოზოვი.


კარანტინით უკმაყოფილებას კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა. მილიციაში დაკითხვის დროს სამართალდამცავებმა 30 წლის ინალ ჯაბეევი მოკლეს, რამაც პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია. ყოფილი დეპუტატის როლანდ ქელეხსაევის აზრით, საზღვრის გახსნა ამ სიტუაციაში ორთქლის გამოშვების მცდელობას წააგავს.


„ეს იძულებითი ნაბიჯია, შესაძლებლობა რომ იყოს, ხელისუფლება კარანტინს კიდევ რამდენიმე თვით გააგრძელებდა. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა ვითარების განმუხტვა შეძლო. ამ დღეებში ბევრი ადამიანი გაემგზავრება ვლადიკავკაზში - ზოგი ნათესავების მონახულებისთვის, ზოგი საქმეებზე. თუმცა, არ დაგვავიწყდეს რა ხდება რუსეთის სამხრეთ რეგიონში. თუ სამხრეთ ოსეთში დაღესტანის ან ყარაჩაი-ჩერწესეთის ვითარება განმეორდება, ეს შესაძლოა პოლიტიკური დაძაბულობის ახალი მიზეზი გახდეს“ - მიიჩნევს ქელეხსაევი.


ekhokavkaza.ru

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up