რუსეთმა პოლონეთისთვის ნავთობის მიწოდება შეაჩერა. პოლონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია Orlen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ობაიტეკმა ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენ ეფექტურად უზრუნველვყოფთ ნედლეულის მიწოდებას. რუსეთმა შეაჩერა ნავთობის მიწოდება პოლონეთში, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ. ნედლეულის მხოლოდ 10% შემოვიდა რუსეთიდან და ჩვენ მას სხვა მიმართულებებით ჩავანაცვლებთ. ეს არის შედეგი იმ დივერსიფიკაციისა, რომელიც ბოლო წლებში განვახორციელეთ “, - წერს ის.
აღინიშნა, რომ დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში, Orlen-ი, ჩრდილოეთ ზღვიდან, დასავლეთ აფრიკიდან, ხმელთაშუა ზღვის აუზიდან, ასევე სპარსეთისა და მექსიკის ყურეებიდან, ნავთობის მიწოდების საფუძველზე ნავთობის იმპორტის პორტფელს აშენებს. კომპანიის მთავარი პარტნიორი ახლა Saudi Aramco-ა, რომელთანაც ორლენმა ნავთობის მიწოდებაზე ხელშეკრულებას ნოემბერში მოაწერა ხელი.
ამ დროისთვის ორლენს რუსული ნავთობის მიწოდების მხოლოდ ერთი მოქმედი კონტრაქტი აქვს - Татнефть-თან.