რუსეთმა საგარეო ვალის გადახდა ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე მოასწრო

რუსეთმა საგარეო ვალის გადახდა ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე მოასწრო

access_time2022-05-22 16:30:12

რუსეთმა საერთაშორისო ვალის ორი გადასახადი დაჩქარებული წესით გადაიხადა, რაც სააგენტო Reuters-მა დეფოლტის თავიდან აცილებილს ბოლო მცდელობად შეაფასა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 71,25 მლნ დოლარი ამ ვალუტაში დენომინირებულ ობლიგაციებზე, ხოლო 26,5 მლნ ევრო (28 მლნ დოლარი) ევროში დენომინირებული ევროობლიგაციებზე გადარიცხა. სამინისტროს ცნობით, რუსეთის ეროვნულმა ანგარიშსწორების დეპოზიტარმა, რომელიც ორ ობლიგაციაზე გადახდის აგენტს წარმოადგენს, აღნიშნული თანხა მიიღო.

უწყებამ ეს განახორციელა პროცენტის გადახდამდე ერთი კვირით ადრე, ანუ 27 მაისამდე და სულ რაღაც ხუთი დღით ადრე, ვიდრე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი სანქციების ფარგლებში რუსეთს სუვერენული ვალის დოლარში გადახდის ლიცენზიას შეუწყვეტდა, რომლის ვადაც 25 მაისს იწურება.

აშშ-ის ხაზინის სპეციალური ლიცენზიით რუსეთი აქამდე ახერხებდა გადახდის გაგრძელებას, ხოლო საერთაშორისო ობლიგაციების მფლობელებს საშუალება ჰქონდათ, ეს გადახდები მიეღოთ. თუმცა, Reuters-ის ცნობით, ეს გამონაკლისი 25 მაისს ამოიწურება, ხოლო აშშ-ს ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა ამ კვირაში მიანიშნა, რომ დეპარტამენტმა ლიცენზია შესაძლოა, აღარ გააგრძელოს.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი აცხადებს, რომ მოსკოვი საგარეო ვალის ვალდებულებებს რუბლებში გადაიხდის, თუკი შეერთებული შტატები სხვა ვარიანტებს დაუბლოკავს და დეფოლტს თავიდან მაინც აიცილებს, რადგან ქვეყანას გადახდის საშუალება აქვს.

რუსეთის სუვერენული ობლიგაციების ერთ-ერთი მფლობელი კომპანია Neuberger Berman-ის აქტივების მენეჯერი, კაან ნაზლი აცხადებს, რომ რუსეთს თავდაპირველად სურდა, უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდები შეეჩერებინა, თუკი ამისთვის საზღვარგარეთ გაყინული რეზერვების გამოყენების უფლება არ მიეცემოდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალა და „ამჟამად მისი სტრატეგიაა, როგორმე დეფოლტში დამნაშავე მხარედ არ გადაიქცეს.“


უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც ხაზინის დეპარტამენტის სტრუქტურაა, ლიცენზია მიმდინარე წლის 2 მარტს გასცა, მისი ვადა კი 25 მაისს იწურება. Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ხაზინის ზოგიერთი ჩინოვნიკი OFAC-ის ლიცენზიის განახლებას მხარს უჭერს, რომ რუსეთმა ვალების გადახდით ქვეყანაში შესული უცხოური ვალუტის ხარჯვა გააგრძელოს. ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთმა წლის ბოლომდე საგარეო ვალზე უცხოურ ვალუტაში, სულ ცოტა, 2 მლრდ დოლარი უნდა დახარჯოს, რომ მოსკოვმა ნავთობისა და გაზის შემოსავალში სხვაობა იგრძნოს.

აპრილის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაუბლოკა შესაძლებლობა, დოლარის ვალდებულებები გაყინული სავალუტო რეზერვებიდან გადაეხადა. მაშინ ხაზინის დეპარტამენტი აცხადებდა, რომ რუსეთმა გადახდებისთვის უნდა გამოიყენოს ის ვალუტა, რომელსაც შიდა რეზერვში ფლობს ან დეფოლტის მდგომარეობაში გადავიდეს.

Reuters-ის შეფასებით, რუსეთის 40 მლრდ დოლარის საერთაშორისო ობლიგაციები ფინანსური დაპირისპირების ცენტრი გახდა დასავლეთის დედაქალაქებსა და მოსკოვს შორის მას შემდეგ, რაც დასავლეთმა უკრაინაში ომის გამო რუსეთს ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა, ხოლო მოსკოვმა საპირისპირო ზომები მიიღო.

27 მაისის შემდეგ რუსეთს ორ ევროობლიგაციაზე 235 მლნ დოლარის გადახდა 23 ივნისს უწევს.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up