კუნძული ზმეინი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა (განახლებადი)

კუნძული ზმეინი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა (განახლებადი)

access_time2022-02-25 16:40:07

16:41

კუნძული ზმეინი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.


ამ დროისთვის ადგილზე უკრაინელი მესაზღვრეები იმყოფებიან. 



15: 12

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი მზად არის კიევთან მოლაპარაკებებისთვის. თუმცა, მას მიაჩნია, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინა იარაღს დაყრის.


„რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ დროს, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები დაყრიან იარაღს“, - განაცხადა ლავროვმა.


14:50

რუსული ტანკები მარიუპოლისკენ მიემართებიან“, — ამის შესახებ RBC-უკრაინა მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს ბრიფინგზე დაყრდნობით იუწყება.


ბოიჩენკოს თქმით, ბრძოლა უკრაინელ სამხედროებსა და ოკუპანტებს შორის ქალაქიდან 15 კილომეტრში მიმდინარეობს.


14:30

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა სიტყვით მიმართა მსოფლიოს და განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება დახმარება და აგრესორის დასჯა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-უკრაინა პარლამენტის ვებგვერდზე სტეფანჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.


„უკრაინას სჭირდება დახმარება იარაღითა და აღჭურვილობით, რომელიც მას მიანიჭებს უპირატესობას რუსული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში ჰაერში, ზღვაზე და ჯავშანტექნიკის კუთხით. უკრაინას ასევე სჭირდება დახმარება ეკონომიკისა და ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა მან.


14:15

კიევში ობოლონსკის რაიონის მოსახლეობას მოუწოდებენ, დატოვონ ქუჩა და დარჩნენ სახლებში, რადგან მოსალოდნელია აქტიური საომარი მოქმედებების დაწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას KSCA ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

13:30

როსავიაციამ ბრიტანულ თვითმფრინავებს რუსეთის საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა.

ასე უპასუხა რუსეთმა ბორის ჯონსონის მიერ 24 თებერვალს გამოცხადებულ სანქციებს „აეროფლოტის“ წინააღმდეგ.


13:23

კიევში, ობოლონსკის რაიონში, რუსეთის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი უკრაინელებმა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებზე დაყრდნობით იუწყება.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის DRG ობოლონში, - ნათქვამია შეტყობინებაში.




13:20

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებს ხვდება.

მისალმების შემდეგ შეხვედრამ დახურულ კარს მიღმა გადაინაცვლა.



13:17

რუსული ტანკები ობოლონში, კიევის ერთ-ერთ რაიონში გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს.

ობოლონი უკრაინის დედაქალაქის, კიევის ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ რუსული ძალები საცხოვრებელ დასახლებებში შევიდნენ.


12: 05

უკრაინის ახტირკში რუსი სამხედროების დიდი ჯგუფი უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს ტყვედ ჩაბარდა.


ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.


11:40

უკრაინელმა ჯარისკაცები კიევის ოლქში, გოსტომელთან თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ. სამხედროებმა რუსი ოკუპანტების სამხედრო ტექნიკის კოლონა გაანადგურეს.

ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის სახმელეთო ჯარებზე დაყრდნობით წერს.


11:33

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის წევრები აშშ–ის რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, რომლის თანახმად რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს. ამის შესახებ პორტალი Axios დოკუმენტის ასლზე დაყრდნობით წერს.


11:16

რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი საბრძოლო მანქანა გაიტაცეს, გადაიცვეს უკრაინელი ჯარისკაცების ფორმა და მაღალი სისწრაფით მიემართებიან კიევის ცენტრისგან ობოლონის მხრიდან.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარმა განაცხადა. ოკუპანტებს მტრის სატვირთოებიც მიჰყვებიან.


11:05

რუსები ცდილობენ უკრაინელების ციფრულ მოწყობილობებზე წვდომის მოპოვებას.

ამ მიზნით უკრაინელების წინააღმდეგ ფიშინგური შეტევა მიმდინარეობს.

ამის გამო, უკრაინელებს მოუწოდებენ, არავითარ შემთხვევაში არ გახსნან უცხო პირების მიერ გაგზავნილი ფაილები.


10:40

უკრაინის სახალხო დეპუტატმა ბატკივშჩინას პარტიიდან ალიონა შკრუმმა განაცხადა, რომ 15 წუთში ბელორუსიდან კიევში მტრის თვითმფრინავების დამრტყმელი ჯგუფი გამოჩნდება. ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.


თბილისის დროით 19:21- ზე კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა


ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინაში კომენდანტის  საათი 22:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს.


 

„კომენდანტის საათის დროს არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამავდროულად, მეტროს სადგურები თავშესაფრის სახით მთელი საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა კლიჩკომ.



თბილისის დროით 19:05 -ზე ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია იუწყება, რომ გენიჩესკის რეგიონში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ოკუპანტის ხელში გადავიდა.

 

რუსებმა ასევე დაიპყრო კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგური და გადასასვლელები ჩრდილოეთ ყირიმის არხზე.



თბილისის დროით 18:30-ზე უკრაინელმა სამხედროებმა გლუხოვოს დასახლებასთან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით Javelin რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო კოლონა გაანეიტრალეს. მათ შორის განადგურებულია 15 ერთეული ტანკი T-72. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარი ავრცელებს.



თბილისის დროით 18: 15 -ზე რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა უკრაინის კუნძულ ზმეინიზე იერიში მიიტანეს.

     

„ოკუპანტებმა კუნძულს ცეცხლი საზღვაო შეიარაღებიდან გაუხსნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მესაზღვრეებს თავდაცვა უჭირავთ! კუნძულთან რუსეთის ორი სამხედრო ხომალდი იმყოფება“, – ნათქვამია უკრაინის შსს–ს განცხადებაში.



თბილისის დროით 17: 40-ზე რუსეთის საოკუპაციო ჯარები 16 ტანკის გამოყენებით ცდილობდდა უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფის თავდაცვის ზოლის გარღვევას. თუმცა, უკრაინელმა სამხედროებმა ტაქკნსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით NLAW მოწინააღმდეგის სამი ტანკი გაანადგურეს.


საბრძოლო მოქმედებები დონეცკის ოლქში, პიშჩევიკის დასახლებასთან მიმდინარეობს


თბილისის დროით 17: 35-ზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.



თბილისის დროით 17: 30-ზე სტრატეგიული კომუნიკაციისადა ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი უკრაინის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების ინტერაქტიურ რუკას აქვეყნებს.

 

რუსეთი შეიარაღებული ძალების შემოჭრის შემდეგ, საყოველთაო ევაკუაციის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევენ თავშესაფარი უახლოეს მანძილზე მოძებნონ ( სარდაფები, მეტროპოლიტენი,მიწისქვეშა პარკინგები) სადაც დამალვას შეძლებენ.



თბილისის დროით 17: 02-ზე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქ სუმთან შეტაკებები მიმდინარეობს

 

„მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ჩაებნენ ქალაქ სუმის მისადგომებთან, უკრაინელ სამხედროებს დაცვის ხაზი უჭირავთ. არსებული ინფორმაციით რუსეთი კონოტოპის დასახლებიდან ახორციელებს იერიშს“, - ნათქვამია განცხადებაში



თბილისის დროით 16: 10 -ზე კიევის შესასვლელებში დამცავ კონსტრუქციებს აგებენ


კონსტრუქციების გამო ქალაქში შესვლა შესაძლოა გართულდეს. კიევის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ ამ პროცესს და არ გაავრცელონ ინფორმა


თბილისის დროით 15: 56 -ზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, რომ ჟუკოვცისა და ტრიპილიას შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა, 5 მათგანი დაიღუპა.


თბილისის დროით 15: 53 -ზე კიევის საქალაქო საბჭო იტყობინება, რომ ინფორმაცია კიევში შესვლისა და გასვლის შეზღუდვის შესახებ ყალბია.


თბილისის დროით 15: 40 -ზე პუტინის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, თუ რა პირობებით შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას უკრაინაში.

 

მისი თქმით, ოპერაციას თავისი მიზნები აქვთ, რომლებიც მიღწეულ უნდა იქნას. ამ ოპერაციის ვადები მისი „შედეგობრიობით და მიზანშეწონილობით“ განისაზღვრება.


თბილისის დროით 15: 10 -ზე უკრაინის შსს–ს ცნობით, რუსეთის საბრძოლო მძიმე ტექნიკამ კიევის ოლქის საზღვარი საზღვარი გაარღვია.

 

„მტრის სამხედრო ტექნიკამ „ვილჩას“ გამშვები პუნქტი გაიარა. მესაზღვრეებმა უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად ბრძოლა მიიღეს“, – ნათქვამია სამინისტროს შეტყბინებაში.

 

თბილისის დროით 15: 06- ზე ოდესის ოლქის სოფელ ლიპეცკოიში სამხედრო ობიექტზე რუსების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.  


თბილისის დროით 15: 00-ზე  უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას უკრაინელი სამხედროების მიერ რუსი სამხედროების ტყვედ აყვანის შესახებ.


თბილისის დროით 14: 40 -ზე უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინეს


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, განადგურდა სულ მცირე შვიდი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და მტრის ათობით ჯავშანმანქანა. რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებით, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები უკუაგდებენ აგრესორს.


თბილისის დროით 14: 35 - ზე  ზელენსკიმ რადას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

 

თბილისის დროით 14: 15 - ზე შტაბი იტყობინება, რომ უკარინის შეიარაღებულმა ძალებმა მეშვიდე თვითმფრინავი ჩამოაგდო.


თბილისის დროით 14: 10 - ზე კიევში ისევ ძლიერი აფეთქებებია


კიევში აფეთქებების ხმა ისევ ისმის. თვითმხილველები აცხადებენ რომ ძლიერი აფეთქებები იყო ბროვარში, მარცხენა სანაპიროზე, ასევე აფეთქებები გაისმა დედაქალაქის ბევრ რეგიონში.



თბილისის დროით  13: 43 — ზე  შტაბის განცხადებით, მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ხარკოვის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის რეგიონში.  ჩერნიგოვის ოლქში თავდასხმა მოიგერიეს. ასევე რთული ვითარება ხერსონის მიმართულებით.



თბილისის დროით 13: 40 -ზე ზელენსკიმ განაცხადა რომ დიპომატიურ ურთიერთობას რუსეთთან წყვეტს

 

ეს დილა ისტორიაში შევიდა, მაგრამ ისტორია განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისთვის და რუსეთისთვის. ჩვენ გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. უკრაინა თავს დაიცავს და არ დათმობს თავის თავისუფლებას, მიუხედავად იმისა თუ რას ფიქრობენ მოსკოვში. რუსეთმა მზაკვრულად დაესხა თავს ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც ეს გააკეთა ფაშისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს. რუსეთის მოქალაქეები დღეს თავად აირჩევენ რომელ მხარეს არიან.



თბილისის დროით 13: 30 -ზე მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაციები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს.


 

„საფრანგეთიგმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ომის დაწყების შესახებ. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. საფრანგეთი სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ის დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“,- წერს მაკრონი.



თბილისის დროით 12:32  მონობანკმა საკრედიტო ოპერაციების წარმოება შეწყვიტა. დანარჩენი სხვა პროდუქტები ჩვეულ რიჟიმში მუშაობს.



„მთავარია შევინარჩუნოთ კლიენტების ანაბრები. საკრედიტო ლიმიტები დროებით შევწყვიტეთ. ვფიქრობთ როგორ ამოვიღოტ სესხები“, - განაცხადა ოლეგ გოროხოვსკიმ.



თბილისის დროით 12:32 — ზე თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ყველა, ვინც მზად არის, შეუძლია შეუერთდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალებს.



„იმისთვის, რომ იარაღის მიიღოთ, უშუალოდ მიმართეთ შეირაყებული ძალების ბრიგადებსა და ბატალიონებს თქვენს რეგიონში. თან იქონიეთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები“, - განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.


თბილისის დროით 12:26 — ზე უმანში ჭურვი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.

 

„უმანის რეგიონში სამხედრო ნაწილის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა “, - განაცხადა ჩერკასის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სკიჩკომ.


თბილისის დროით 12:07 -ზე მესაზღვრეების ცნობით, რუსული ტექნიკის კოლონა ლუგანსკის რეგიონში შევიდა - კრასნაია ტალოვკას, მილოვოს და გოროდიშჩეს მისადგომებთან.

 

„მტერმა მზაკვრულად ჩაამწკრივა კოლონებად თეთრი ფერის ავტომობილები ეუთოს სიმბოლიკით. ამ დროისთვის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს“ - ნათქვამია განცხადებაში.


თბილისის დროით 12:02 -ზე  უკრაინის ნაციონალური ბანკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბანკო სისტემა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.


„ჩვენ არ ვზღუდავთ უნაღდო ტრანზაქციებს, ვზღუდავთ კლიენტების ანგარიშიდან ფულის განაღდებას დღეში 100 000 გრივნის  ($3300) ოდენობით. ეს არ ითვალისწინებს ხელფასს და სოციალურ შეღავათებს. ეს თანხა სავსებით საკმარისია ნებისმიერი ჩვენგანის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კლიენტების ანგარიშებიდან ნაღდი ფულის გაცემა უცხოურ ვალუტაში აკრძალულია. მთავრობა გადახდებს შეზღუდვების გარეშე აწარმოებენ. ბანკომატებში ფულით შეზღუდვების გარეშე ახლდება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კირილ შევჩენკომ.


თბილისის დროით  11:53 -ზე  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ პასუხს სცემენ. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


მისი თქმით, უკრაინას უტევენ არა მხოლოდ ჭურვებით, არამედ ფეიკებითაც. „მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა ოფიციალური წყაროებიდან. დღეს რუსეთი შემოიჭრა უკრაინაში. პუტინმა უკრაინასთან და მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან ომი დაიწყო. მას ჩვენი სახელმწიფოს და იმ ყველაფრის განადგურება სურს, რასაც ჩვენ ვაშენებდით, რისთვისაც ვცხოვრობთ“, აღნიშნა ზელენსკიმ.



პრეზიდენტმა ყველა უკრაინელს და განსაკუთრებით ჯარისკაცებს მიმართა, რომლებმაც უკვე მიიღეს პირველი დარტყმა მტრისგან და ღირსეულად პასუხობენ მას. „ჩვენ ვიცით უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლევამოსილება. თქვენ ვაჟკაცები ხართ. თქვენ უკრაინელები ხართ“, თქვა ზელენსკიმ.

 

თბილისის დროით  10:48-ზე უკრაინელ მესაზღვრეებს დღეს დილით ბელარუსის ტერიტორიიდან გაუხსნეს ცეცხლი. მოწინააღმდეგე არტილერიას, მძიმე ტექნიკას და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდა.


ამის შესახებ RBC Ukraine უკრაინის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მესაზღვრეებს რუსმა სამხედროებმა გაუხსნეს ცეცხლი. ამაში მათ ბელარუსიც უჭერდა მხარს. ასევე დაფიქსირდა მოწინააღმდეგის დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფის მოქმედება. უკრაინელ მესაზღვრეებს შორის დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.


თბილისის დროით  10:45-ზე უკრაინის გენშტაბი ადასტურებს 5 აეროდრომის დაბომბვას რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან: დაბომბილია ბორისპოლის, ჩუგუევის, კულბაკინოს, ოზერნის, კრამატორსკის და ჩერნობაევას აეროდრომები.


თბილისის დროით 10:38-ზე სააგენტო როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ხუთშაბათს დილით საგანგებო სხდომას გამართავენ უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის გამო.


მანამდე ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.



თბილისის დროით 09:50 CNN–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად უკრაინაში რუსული ჯარები და სამხედრო მანქანები ბელარუსის ტერიტორიიდანაც შევიდნენ.


სამხედრო კოლონა უკრაინაში ადილობრივი დროით 6:48 საათზე შევიდა.


რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხუთშაბათს, 24 თებერვალს დილით უკრაინის ტერიტორიის მასირებული დაბომბვა განახორციელეს. მათი სამიზნეები იყო დონეთკის, ზაპოროჟიის, ლუგანსკის, ოდესის, ხერკონის, ნიკოლაევის, პოლტავის, ჩერნიგოვოს, ჟიტომირისა და კიევის ოლქები.


ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს.


„მელიტოპოლისა და სოფ. ოზერნოეს აერპორტებში თითო თვითმფრინავია აფეთქებული. დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მუდმივად შემოდის“, – განაცხადა გერაშჩენკომ.

 

მანამდე, ხუთშაბათს, 24 თებერვალს დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა. როგორც მან თქვა, ოპერაციის მიზანია უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე სასამართლოს წინაშე წარდგენა იმ ადამიანების, ვინც მრავალრიცხოვანი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up