რუსმა აგენტებმა მოსკოვში მილიონობით დოლარის ღირებულების Audemars Piguet-ის საათების კონფისკაცია მოახდინეს. ნაბიჯი პასუხია შვეიცარიის სანქციებზე, რომელიც რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს კრძალავს.
NZZ am Sonntag-ის ცნობით, რუსეთის FSB-ს სპეციალურმა აგენტებმა ძვირადღირებული საათები კომპანიის ადგილობრივი შენობიდან წაიღეს.
შვეიცარიამ, სადაც საათების მრავალი წამყვანი ბრენდია თავმოყრილი, ტრადიციული ნეიტრალურ პოზიციაზე უარი თქვა და ევროკავშირის სანქციებს დაემთხვა, რომლებიც რუსეთში ფუფუნების საქონლის ექსპორტს კრძალავს.
რუსეთის ხელისუფლებამ საათების კონფისკაციის მიზეზად საბაჟო სამართალდარღვევები დაასახელა. თუმცა, შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, სანქციების საპასუხოდ თვითნებური რეპრესიული ღონისძიება იყო.
Audemars Piguet-ი სამ უმსხვილეს შვეიცარიული საათების ბრენდში შედის, Patek Philippe-სა და Rolex-თან ერთად.
შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთი შვეიცარიული საათებისთვის მე-17 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო, $278 მილიონის გადაზიდვებით.