რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ სიაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გენშტაბის ხელმძღვანელი შეიყვანა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ სიაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პატრიკ სანდერსი შეიყვანა. ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„მზად ვიქნებით ბრიტანეთის ხელისუფლებას და საზოგადოებას შევატყობინოთ იმათ შესახებ, ვინც ხელს უწყობს მტრულ კურსს, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის დემონიზაცია, და საერთაშორისო იზოლაციის მცდელობებს" - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სიის გაფართოების მიზეზი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს უკრაინას Challenger II-ის თანამედროვე საბრძოლო ტანკები გადასცეს.