რუსეთმა შესაძლოა  „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმება რუსული ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს

რუსეთმა შესაძლოა „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმება რუსული ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს

access_time2022-11-17 10:05:13

რუსეთმა შესაძლოა  „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმება რუსული ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Finacial Times ავრცელებს. მათივე ინფორმაციით  მხარეებს შორის მოლაპარაკება 19 ნოემბერს შედგება.


გამოცემა ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ხელშეკრულების გახანგრძლივებას  ამიაკის მილსადენის გახსნის შესახებ კომპრომისის შემთხვევაში დათანხმდება.


გარიგების გახანგრძლივების სანაცვლოდ, რუსეთს შესაძლებლობა ექნება, რომ გამოიყენოს დერეფანი ამიაკის ტრანსპორტირებისთვის უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით. ამიაკის მილსადენმა  რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით 2,3 მილიონი ტონა ამიაკი გადაიტანა, მილსადენის გახსნა მოსკოვს დამატებით 2,4 მილიარდი დოლარის ოდენობის საექსპორტო შემოსავალს მოუტანს იმ დროს, როდესაც დასავლეთის სანქციები მას საკუთარი მარცვლეულის და  სასუქის გაყიდვას უფერხებს.  მხარეების  თანხმობის  შემთხვევაში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით ივლისში პირველად გაფორმებული შეთანხმება ავტომატურად განახლდება.


გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებს გაერო აწარმოებს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუტიერეშმა მას წერილობითი გარანტიები მისცა აშშ-სა და ევროკავშირის „კარგი განზრახვების“ შესახებ, რაც რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს დაბრკოლებებს მოუხსნის.


 

მისი თქმით, გაერომ მიიღო დაპირებები, რომ „ყველა ეკონომიკურ ოპერატორს, რომელიც მონაწილეობს რუსეთის სასუქების, მარცვლეულისა და მიწოდების ჯაჭვებში“, არ დაემუქრება სანქციები რუსული მარცვლეულით ვაჭრობის გამო.

„ეს საშუალებას მისცემს რუსულ გემებს ეწვიონ ევროპულ პორტებს, უცხოურ გემებს - რუსეთის პორტებს, რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკმა „სრულად იმუშაოს“ და მზღვეველებისგან „ღირსეული“ ტარიფები  მიიღონ“- თქვა ლავროვმა.

 

ამიაკის მილსადენის გახსნა პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია უკრაინისთვის, მას არ სურს რომ რუსეთმა სასუქის გაყიდვით მილიარდობით  დოლარი იშოვოს

 

თაკო კვაჭანტირაძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up