რუსეთმა უკრაინაში 148 130-მდე ჯარისკაცი დაკარგა, აქედან ბოლო დღეს - 660. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 თებერვლამდე, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავს ასევე 3381 ტანკს (+6 გასულ დღეს), 6615 ჯავშანტექნიკას (+6), 2380 საარტილერიო სისტემას (+7), 475 მრავალჯერადი გასროლის რაკეტას. 247 - საზენიტო საბრძოლო სისტემა, 299 - თვითმფრინავი, 288 - შვეულმფრენი, 5242 - ავტომანქანა და საწვავის ავზი (+7), 18 ხომალდი/ნავი, 2037 - უპილოტო საჰაერო ხომალდი (+2), 230 სპეცტექნიკა. ჩამოაგდეს მტრის 873 საკრუიზო რაკეტა, ნათქვამია განცხადებაში.