რუსეთმა დღეს უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მიმართულებით სულ მცირე 70 რაკეტა იქნა ნასროლი, რომლიდანაც 60 ჩამოდგება უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი აგრესორების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტი რუსული რაკეტის მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეღწევასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა.
„ეს არის ტერორი, რომლის შეჩერებაც შესაძლებელი და აუცილებელია. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას აგრესორთან ბრძოლაში მხარს უჭერენ.