უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანნა მალიარის, ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. Forbes-ის უკრაინულმა რედაქციამ რაკეტების შესაძლო ღირებულება დათვალა.
აღმოჩნდა, რომ უკრაინის მიმართულებით გაშვებულია 235 ერთეული „კალიბრის“ რაკეტა. აქედან 183 რაკეტა 24 მარტამდე გაუშვეს და 52 რაკეტა - 26 მარტს.
„კალიბრის“ რაკეტების რაოდენობის შეფასებისას Forbes-მა ის შემთხვევები გაითვალისწინა, როდესაც ზუსტად იყო ცნობილი რაკეტის ტიპი, თუმცა ასეთი რაკეტების რაოდენობა შესაძლოა მეტი ყოფილიყო.
„ისაკნდერის“, „Точка-У“-ს და X კლასის გაშვებული რაკეტების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. "Forbes-უკრაინაში" ვარაუდობენ, რომ მათი კოეფიციენტი იგივე დარჩა, რაც 24 მარტამდე იყო:
• ამ კლასის რაკეტების 62% „ისკანდერზე“ მოდიოდა
• 30% X-კლასის რაკეტებზე
• 8% კი Точку-У
Точку-У-ს რაკეტა 300 000 დოლარადაა შეფასებული; „კალიბრის“ ღირებულება ინდოეთთან 2006 წელს დადებული საექსპორტო კონტრაქტიდან გამომდინარე 6.5 მლნ დოლარია; Х-101 კლასის რაკეტები უფრო თანამედროვე და სრულყოფილია, ვიდრე „კალიბრი“ და ექსპერტების შეფასებით, მათი ღირებულება რამდენჯერმე აღემატება „კალიბრის“ ფასს.
გამოდის, რომ უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საერთო ღირებულება 7.5 მლრდ დოლარია.
"ეს თანხა რუსეთის ფედერაციის შემადგენელი 85 ერთეულიდან 82-ის წლიურ ბიუჯეტს აჭარბებს, რომელთა რიცხვში არ შედის მოსკოვის, მოსკოვის რეგიონისა და სანკტ-პეტერბურგის ერთეულები“, - წერს "Forbes-უკრაინა".