თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, რუსეთის არმიამ ვერ დაძლია ის პრობლემები, რომლებიც ერთი წლის წინ, უკრაინაში შეჭრისას ჰქონდა.
"რუსებს აქვთ იგივე პრობლემები, რაც ერთი წლის წინაც აწუხებდათ". -განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, ის გულისხმობს ლოჯისტიკურ პრობლემებს, მათ შორის საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებსა და დანაყოფების კოორდინირებაში არათანმიმდევრულობას.
როგორც კირბიმ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ვლადიმირ პუტინი გენერლებს "წინდებივით იცვლის", ამით რუსული არმიის პრობლემები არ გვარდება.