აშშ-ს ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ რუსეთს სანქციების გამო მოუწევს 2025 წლისთვის მის ავიაპარკში არსებული თვითმფრინავების ორი მესამედის გაჩერება ვინაიდან ვერ მოემსახურება მათ ტექნიკურად. ამის შესახებ ამერიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ალან ესტევეზმა სენატის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ანგარიშები გვაჩვენებს, რომ რუსებს მოუწევთ უკვე 2025 წლისთვის მიწაზე დატოვონ ნახევრიდან ორ მესამედამდე თვითმფრინავებისა. ამის მიზეზი კი იქნება ის სანქციები რომელიც მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ და კრძალავს საავიაციო კომპონენტების რუსეთისთვის მიწოდებას,“ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულია ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და მკაცრი ექსპორტის მაკონტროლებელი რეჟიმი, რომელიც ოდესმე გამოუყენებიათ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.
Bpn.ge