რუსეთს „ევროვიზია 2022“-ზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა. — ამის შესახებ ევროვიზიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კლაუდიო ფაზულომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა კონკურსის მიმდინარეობისას ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ.
„რუსეთი კონკურსში არ მონაწილეობს. შესაბამისად, თავისი ტერიტორიიდან ხმის მიცემას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა ფაზულომ.