რუსეთს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ორგანიზაციაში წევრობა შეუზღუდეს

რუსეთს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ორგანიზაციაში წევრობა შეუზღუდეს

access_time2022-06-21 16:10:00

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურმა სამოქმედო ჯგუფმა (Financial Action Task Force-FATF) ორგანიზაციაში რუსეთის როლი და გავლენა უკრაინის ომის გამო შეზღუდა. ამის შესახებ FATF-ის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Frank Media ავრცელებს.


ორგანიზაციის განცხადებით, „რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება FATF-ის ძირითად პრინციპებს, რომლებიც გლობალური ფინანსური სისტემის უსაფრთხოების, საიმედოობისა და მთლიანობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.“ ამასთან, FATF აღიარებს იმ როლს, რომელიც რუსეთმა, 2003 წელს ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, ევრაზიის რეგიონში გლობალური ქსელის განვითარებისთვის შეასრულა.


შეზღუდვების შედეგად ორგანიზაციის რუსი წევრები ხელმძღვანელ თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენ და საკონსულტაციო საბჭოებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ასევე, ვეღარ ჩაერთვებიან სტანდარტების შემუშავებაში, საექსპერტო შეფასებებში, FATF-ის მმართველობისა და წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.


ამასთან, რუსეთი ორგანიზაციის საექსპერტო განხილვისთვის შემფასებლებს, რეცენზენტებს ან სხვა ექსპერტებს ვეღარ წარადგენს.



განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ FATF მონიტორინგს გაუწევს სიტუაციას და თითოეულ შეხვედრაზე განიხილავს, არსებობს თუ არა ამ შეზღუდვების მოხსნის ან შეცვლის საფუძველი.


FATF, ასევე, ყველა იურისდიქციას სიფხიზლისკენ მოუწიდებს, რომ რომელიმე მონაწილის მიერ სანქციების შესაძლო გვერდის ავლა არა დაუშვან.


ფულის გათეთრების წინააღდეგ ფინანსური სამოქმედო ჯგუფი სამთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც დანაშაულებრივი შემოსავლების გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალურ სტანდარტებს ამუშავებს, ასევე, ამ სტანდარტებთან ქვეყნების ეროვნული სისტემების შესაბამისობას აფასებს.


FATF 1989 წელს დაარსდა. მისი სათაო ოფისი საფრანგეთში მდებარეობს.


bpn.ge




თეგები:
FATF



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up