„რუსეთს ისტორიაში ასეთი დადებითი ბალანსი უცხოური ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის არ ჰქონია“ - რატომ მყარდება რუბლი

„რუსეთს ისტორიაში ასეთი დადებითი ბალანსი უცხოური ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის არ ჰქონია“ - რატომ მყარდება რუბლი

access_time2022-05-16 15:10:00

რუსული რუბლი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდეციებს აგრძელებს. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მომენტში რუბლი დოლართან იმაზე მეტად გამყარდა, ვიდრე ეს ომამდე პერიოდში ხდებოდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება დაახლოებით 63-65 რუბლის ინტერვალში მერყეობს. ეს მაშინ, როდესაც ომამდე ერთი დოლარის ღირებულება 80 რუბლს აჭარბებდა.


„თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა „დილის პალიტრის“ ეთერში განაცხადა, რომ რუბლის გამყარების მიზეზი მათი სავაჭრო ბალანსის ისტორიულად მაღალი დადებითი მაჩვენებელია, რასაც თავის მხრივ, რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორისაა, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციები, რის გამოც რუსეთში იმპორტი შემცირდა და შესაბამისად ქვეყნიდან ნაკლები კაპიტალი გავიდა. აქვე მეორე ფაქტორი ენერგოპროდუქტებზე ფასების ზრდაა, რის გამოც რუსეთის შემოსავლები გაიზარდა.


„დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის სავალუტო შემოსავლები გაზრდილია, რადგან მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ფასმა მოიმატა. იმპორტის ნაწილში შემცირების ტენდენცია, რადგან სანქციები საკმაოდ მწვავეა, ეს კი ეკონომიკის შემცირებას და შესაბამისად მოთხოვნის კლებას იწვევს. ამასთან, ძალიან ბევრი კომპანია რუსეთში უარს ამბობს მუშაობაზე, რაც თავის მხრივ, იმპორტის შემცირების კიდევ ერთი მიზეზია.



წელს რუსეთში სავაჭრო ბალანსი იქნება დადებითი 230 მილიარდი დოლარის ოდენობით, მაშინ როცა გასულ წლებში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი იყო. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ისტორიაში ასეთი დადებითი ბალანსი უცხოური ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის არ ჰქონია. ეს ცხადია დადებითად აისახება გაცვლით კურსზეც“, - აღნიშნა „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.


bpn.ge



თეგები:
რუბლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up