რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ გლობალური სამხედრო სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და ყაზახეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეტევა განახორციელოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით განცხადება რუსმა დეპუტატმა, სერგეი სავოსტიანოვმა გააკეთა.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთი გულწრფელად გვპირდება, რომ დიდი რაოდენობით ევროპული სისხლი დაიღვრება,“- წერს პოდოლიაკი.
ცნობისათვის, მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატმა, სერგეი სავოსტიანოვმა 25 მარტს განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის ზონაში ბალტიის ქვეყნების, ასევე პოლონეთის, მოლდოვისა და ყაზახეთი ჩართვა.