რუსეთს უკრაინაში რეზერვების შესავსებად სამხედროები აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გაჰყავთ, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში 90-ზე მეტი ბატალიონი შეიყვანა, მათგან 15 თითქმის მთლიანად განადგურდა, 20-ზე მეტი კი ქმედუუნაროა.
არესტოვიჩის ელის, რომ რუსები კიდევ ეცდებიან იმ ტერიტორიებზე შეტევას, სადაც წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის, მარიუპოლში, ხარკოვში, კიევის ოლქში. თუმცა, არესტოვიჩის თქმით, მათი მცდელობა წარუმატებელი იქნება.
"მათ კიდევ დარჩათ მცირე რეზერვი. ახლა რეზერვისტებს აგროვებენ, გამოჰყავთ "მშვიდობისმყოფელები" აფხაზეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან. ნაწილობრივი მობილიზაციის ნიღბის ქვეშ ცდილობენ იქ სამხედროების გადაბირებას და ტაქტიკური ჯგუფის 20-30 ბატალიონის აღდგენას. შეგიძლიათ გამოიცნოთ ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა რამდენად ეფექტური იქნება. მცდელობებისთვის კიდევ 2-3 კვირას ვაძლევ, ამის შემდეგ ისინი "კურდღლებად" იქცევიან, რადგან აღარაფერი ექნებათ, რითაც ბრძოლას შეძლებენ", – თქვა არესტოვიჩმა.