რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი ერთ წელიწადში 115 მლრდ დოლარამდე დაუჯდა

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი ერთ წელიწადში 115 მლრდ დოლარამდე დაუჯდა

access_time2023-02-27 23:00:37

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთმა, თითქმის, 115 მლრდ დოლარი, ანუ თვეში, დაახლოებით, 10 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც 2021 წლის რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების მესამედია. ამის შესახებ უკრაინული Forbes-ის ფინანსურ ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც ჟურნალმა ომის წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.


აგრესორმა ქვეყანამ ყველაზე მეტი თანხა სამხედრო ხელფასებსა და დაღუპული, დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახების კომპენსაციებში დახარჯა, რამაც, თითქმის, 54 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან სამხედროების ხელფასებს 24,7 მლრდ დოლარი მოხმარდა, ხოლო კომპენსაციის ოდენობა, რომელიც რუსეთის მთავრობამ დაღუპულთა ოჯახებსა და დაჭრილებს უნდა გადაუხადოს, 29,1 მლრდ დოლარია.


ჯარის მომარაგების საერთო ხარჯებზე 36,1 მლრდ დოლარი დაიხარჯა, ხოლო დაკარგული ტექნიკის მთლიანმა ღირებულებამ 24,5 მლრდ დოლარი შეადგინა.


უკრაინული Forbes-ის შეფასებით, ეს თანხა, ანუ 115 მლრდ დოლარი უშუალოდ ომის ხარჯებს მოიცავს და რუსეთის მიმართ სანქციების, ასევე, ეკონომიკური იზოლაციის პირდაპირ და ირიბ ზარალს არ ითვალისწინებს.



გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ განსაკუთრებით მძიმე ზარალი ბოლო თვეში განიცადა, რადგან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მიმდინარე წლის 24 იანვრიდან 24 თებერვლამდე პერიოდში 23 680 რუსი იქნა ლიკვიდირებული. Forbes-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ომის პირველი თვის რუსულ დანაკარგზე მეტია, ხოლო გასული ზაფხულის საშუალო დანაკარგს ოთხჯერ აღემატება.


ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული არმიის დანაკარგების ზრდა არასაკმარისად გაწვრთნილი მობილიზებული პირების ხარჯზე ჯარის რიცხოვნობის გაზრდამ განაპირობა.


გასული წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული წლევანდელი 25 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 148 130 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ასევე, უკრაინის ომში რუსულმა არმიამ 3 381 ტანკი, 6 615 ჯავშანტექნიკა, 475 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 18 ერთეული ხომალდი და კატერი დაკარგა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up