რუსეთს ურჩევნია ანაკლია განხორციელდეს და პორტზე  გავლენა  მას ჰქონდეს - ფინანსისტი

რუსეთს ურჩევნია ანაკლია განხორციელდეს და პორტზე გავლენა მას ჰქონდეს - ფინანსისტი

access_time2023-02-21 10:40:24

ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49 %-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება, თუმცა ინვესტორის შემოსვლას არ დაელოდება მთავრობა და სამუშაოები წელსვე დაიწყება.


ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ანაკლიის პორტის თემის სწორედ ახლა გააქტიურება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ანუ რუსეთი, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, ფაქტობრივად, ჩაკეტილია და ახლა უკვე მის ინტერესშია, რომ პროექტი განხორციელდეს.


„ეს პროექტი აშკარაა, რომ გასაკეთებელია, მაგრამ ფაქტია რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო არაინვესტირებად ქვეყანად აქცია, რადგან ასეთი კარგი პროექტი როგორიცაა ანაკლია, ვერ პოულობს ინვესტორებს. მთავრობამ ფაქტობრივად თავის დროზე ჩაშალა ის. როგორც ჩანს კერძო ინვესტორებს ვერ შოულობენ, ამიტომ გადაწყვიტეს 51%-იანი თანამონაწილეობა, თუმცა ეს არ არის საუკეთესო მეთოდი, რითაც ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს, სახელმწიფოს ასეთ მაღალ ჩართულობას ვგულისხმობ. გავიხსენოთ, რა მოხდა ამ პროექტთან დაკავშირებით, ძირითადად კერძო ორგანიზაციით დაწყებული პროექტი, რომელსაც მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებოდა, ასეთი სადავო გახდა. საინტერესოა, რომ სწორედ ახლა მოუნდა სახელმწიფოს პროექტის მშენებლობა, თანაც წელსვე.



ტვირთებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, რუსეთი როგორც სატრანზიტო დერეფანი ფაქტობრივად, ჩაკეტილია. რუსეთიდან ექსპორტზე მთელი რიგი შეზღუდვებია დაწესებული, ამიტომ, ჩვენი დერეფანი ძალიან მოთხოვნადია ახლა და ეს გამოიხატება გაზრდილ ტვირთებში. მე იმედი მაქვს, რომ ეს ტვირთები ძირითადად ლეგიტიმურია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ ტვირთების რაღაც ნაწილი, არის რუსეთიდან, მესამე ქვეყნების გავლით. იმასაც ვხედავთ, რომ რუსები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ჩვენი მთავრობის მისამართით. რა თქმა უნდა, რუსეთს ერჩივნა, რომ თვითონ არ დაეკარგა სატრანზიტო მნიშვნელობა და გაეგრძელებინა ნორმალური ვაჭრობა დასავლეთთან, მაგრამ მისმა ბარბაროსულმა საქციელმა ყველაფერი შეცვალა.


ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, რუსეთს ურჩევნია ანაკლია განხორციელდეს და მას ჰქონდეს გავლენა პორტზე. ალბათ, იმედი აქვთ, რომ რაღაც გავლენა სწორედ საქართველოს მთავრობის გავლით ექნებათ“,- აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.




თეგები:
ანაკლია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up