რუსეთს წლის დასაწყისიდან რეკორდული ბიუჯეტის დეფიციტი აქვს, რომელსაც მალავს - Bloomberg

რუსეთს წლის დასაწყისიდან რეკორდული ბიუჯეტის დეფიციტი აქვს, რომელსაც მალავს - Bloomberg

access_time2023-04-01 11:00:45

ომი და ფარული ხარჯები ანადგურებს რუსეთის ბიუჯეტს, ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს Bloomberg. სააგენტო წერს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა საზოგადოებას უპრეცედენტო ბიუჯეტის ხარჯვას უმალავს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3-4%-ს მიაღწევს.

 

რუსეთი მალავს თავისი ბიუჯეტის დანახარჯების უპრეცედენტო მესამედს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ შეცვალა უკრაინის წინააღმდეგ ერთწლიანმა ომმა სახელმწიფოს ფინანსები და ეკონომიკური პრიორიტეტები.


რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ფარული ხარჯები 24 მარტისთვის 2,4 ტრილიონ რუბლამდე (31 მილიარდი აშშ დოლარი) გაიზარდა, რაც ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. ამის შესახებ Bloomberg Economics-ი წერს.



დანახარჯების წილით, მთავრობის სოციალური პროგრამების შემდეგ, რუსულ სამხედროებზე დანახარჯების მატებასთან ერთად, თავდაცვა მეორე ადგილზეა.


 „ეროვნულ თავდაცვაზე“ დანახარჯებმა 24 მარტის მდგომარეობით 531 მილიარდ რუბლს მიაღწია, რაც გაორმაგებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, კიდევ 379 მილიარდი რუბლი გადავიდა უშიშროებასა და სამართალდამცავ ორგანოებში.


რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილანოვმა განაცხადა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტი ასეთ მინუსშია, არის წინასწარი გადასახადები ბიზნესისა და ეკონომიკის მხარდასაჭერად. მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი ზრდა თავდაცვის ხარჯებზეა, წერს Bloomberg-ი.


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4% იქნება.


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up