რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა, – ამის შესახებ Twitter-ში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი წერს.
მან მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარს შეთანხმების დაცვისთვის.
მისი თქმით, უკრაინის პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო ბაზარზე 25 მლნ ტონა უკრაინული მარცვლეულის მიწოდება გახდა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე მხოლოდ 60 დღით იყო მზად. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურება.