რუსეთში Apple-ისა და Samsung-ის ტექნიკის მარაგი 2-3 თვეში ამოიწურება. ამის შესახებ RBC-ს აღნიშნული ბრენდების დისტრიბუტორი კომპანია Citilink-ის წარმომადგენელმა განუცხადა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„საწყობიდან დარჩენილ საქონელს ვყიდით, iPhone 11 და 12 უკვე რამდენიმე წელია რუსეთში იყიდება, მათი მარაგები მცირე იყო. თუმცა, ახალ მოდელებზე ფასის გაზრდის შემდეგ ამ მოდელების ღირებულება შედარებით ხელმისაწვდომი გახდა, შესაბამისად მოთხოვნაც გაიზარდა. ახლა iPhone 12 Pro Max დაახლოებით იგივე ღირს, რაც iPhone 13 Pro Max ექვსი თვის წინ“, - ამბობს ტექნიკის გაყიდვის ერთ-ერთი მთავარი ქსელის თანამშრომელი.
მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა, გამოაცხადა ე.წ. პარალელური იმპორტისთვის პასუხისმგებლობის გაუქმების გეგმა - საქონლის იმპორტი საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე. დადგენილების პროექტი მთავრობას გადაეგზავნა. ასეთი ზომები მიიღება იმ სანქციების ზეწოლის საპასუხოდ მიიღეს, რომელიც ახლა ხდება რუსეთზე.
ria.ru