რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე არაყის მოხმარება გასულ წელს 4%-ით გაიზარდა და 5,2 ლიტრი შეადგინა. მონაცემები გამოცემა „იზვესტიას“ ფედერალური და რეგიონული ალკოჰოლური ბაზრების კვლევის ცენტრმა (CIFRRA) მიაწოდა.
ეს მაჩვენებელი იზრდება ქვეყანაში არყის გაყიდვების ზრდის ფონზე, ზრდა თითქმის 6%-იყო. მონაცემების თანახმად 2022 წელს რუსეთში 73 მილიონ ლიტრამდე არაყი გაიყიდა. გამოცემის ინფრომაციით მიზეზებზე ექსპერტები საუბრობენ, მათი თქმით როგორც წესი, ალკოჰოლის მოხმარების ზრდას ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური კრიზისები. რუსეთში ამ მაჩვენებლის ზრდას სპეციალისტები ასევე უკავშირებენ იმას, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ბაზარი დატოვეს პრემიუმ პროდუქტების ვისკის, რომისა და სხვა სასმელების კომპანიებმა.
კვლევის თანახმად არყის ყიდვა და მოხმარება რუსეთის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია. ლიდერები აღმოჩნდნენ სახალინის რეგიონი, მაგადანი, კომი, კარელია და ნენეცის ავტონომიური ოლქი. ჩუკოტკა წელს წინა წლებისგან განსხვავებით ხუთეულში ვერ მოხვდა.