რუსეთში ავიაგადაზიდვები 2022 წელს 2001 წლის დონემდე დაეცა

რუსეთში ავიაგადაზიდვები 2022 წელს 2001 წლის დონემდე დაეცა

access_time2023-03-23 20:00:13

რუსეთში ავიაგადაზიდვების მთლიანი მოცულობა, ფოსტის ჩათვლით, გასულ წელს, სანქციების ფონზე, 59,42%-ით შემცირდა და 599 050 ტონა შეადგინა.

 

RBC ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში ავიაგადაზიდვები 2000-იანი წლების დასაწყისის დონემდე დაეცა.

  

გამოცემის ინფორმაციით, 2000 წელს რუსულმა ავიახაზებმა 2022 წელზე ცოტათი ნაკლები (547 ათასი ტონა), ხოლო 2001 წელს - ცოტა მეტი (614 ათასი ტონა) ავიაგადაზიდვა განახორციელეს.

 

საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, რუსეთში 2022 წელს მგზავრთა ნაკადი 14,21%-ით - 95,21 მილიონ მგზავრამდე შემცირდა.


 

„როსსტატის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის სატრანსპორტო სექტორის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 7,95 მილიარდი ტონა შეადგინა, რაც მხოლოდ 1,2%-ით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით. უპირველეს ყოვლისა, შემცირდა სარკინიგზო და მილსადენებით მიწოდება, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვები 0,3%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

RBC-ის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ავიაგადაზიდვები 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 4,5%-ით გაიზარდა. მაგრამ ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ: 2022 წლის მარტში ავიაკომპანიებში ტვირთების ნაკადი წლიური თვალსაზრისით 3,6-ჯერ შემცირდა.

 

ავიაგადაზიდვებს ტვირთბრუნვის მთლიან მოცულობაში მცირე წილი უკავია. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაღალი ფასის გამო, ავიაგადაზიდვები ყველა სახის სატრანსპორტო გადაზიდვების 1%-ს შეადგენდა, წერს RBC-ი.

 

 


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up