2022 წელს რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 58,8%-ით შემცირდა. ევროპის ბიზნესის ასოციაციის მონაცემებით (AEB) გასულ წელს სულ 687 370 მანქანა გაიყიდა.
დეკემბერში გაყიდვები 50.2%-ით დაეცა და 64 072 ერთეული იყო.
რაც შეეხება იმას, თუ რომელი მანქანებია რუსეთშ პოპულარული: ბაზარზე ლიდერობს ადგილობრივი ბრენდი LADA -რომელმაც შარშან 174 688 მანქანა გაყიდა. ეს წინა წლის მონაცემებთან შედარებით -48,2% პროცენტით ნაკლებია. უცხოური ბრენდებიდან კი რუსეთში ლიდერობს Kia, რუსებმა 2022 წელს ამ მარკის 65 691 მანქანა შეიძინეს. ლიდერობის მიუხედავად Kia_ს გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 67%-ით არის შემცირებული