რუსეთში სექტემბერში ახალი ავტომობილების წარმოება წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 72%-ით არის შემცირებული. სულ გასულ თვეს რუსეთში 29 100 ახალი მსუბუქი ავტომობილი აწარმოეს, მაშინ როცა წინა წლის სექტემბერში 102 900 იყო.
ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება სატვირთო და კომერციული ავტომობილების წარმოებაშიც. სექტემბერში რუსეთში 5 100 სატვირთო გამოსცეს და 6 600 მსუბუქი კომერციული დანიშნულების ავტომობილი, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი იყო 7 000 და 13 500 შესაბამისად. ამასთანავე, 200 ერთეულით, 1 100 ერთეულამდეა არის შემცირებული ავტობუსების წარმოებაც.
სულ კი მიმდინარე წელს რუსეთში 355 800 ავტომობილი აწარმოეს, რაც 64,5%-იანი კლებაა წინ წლის 9 თვესთან შედარებათ. ამ ხნის განმავლობაში წარმოებულია 44 000 სატვირთო და 8 600 ავტობუსი, რაც შეეხება მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს, მათი ოდენობა 62 300-ია.