რუსეთში დააპატიმრეს მამა, რომლის შვილმაც ანტისაომარი ნახატი დახატა - პატარა გოგონა თავშესაფარშია გაგზავნილი

რუსეთში დააპატიმრეს მამა, რომლის შვილმაც ანტისაომარი ნახატი დახატა - პატარა გოგონა თავშესაფარშია გაგზავნილი

access_time2023-03-04 00:30:00

რუსეთში დააპატიმრეს მამა, რომლის შვილმაც ანტისაომარი ნახატი დახატა  ამის შესახებ BBC წერს. ისტორია გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო.


2022 წლის გაზაფხულზე ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვში მაშა მოსკალევამ, რომელიც იმ დროს მეექვსე კლასში იყო, ხატვის გაკვეთილზე ანტისაომარი ნახატი დახატა. როგორც ბავშვი მამა ალექსეი მოსკალევი ამბობს, ნახატის შესახებ სკოლის მასწავლებელმა დირექტორს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ პოლიცია გამოიძახა. ამის შემდეგ მაშა მოსკალევას მამასთან გასაუბრება ჰქონდა როგორც პოლიციას, ასევე მეურვეობის სამსახურსაც.


„მეუბნებოდნენ, ხედავთ, რას ასწავლით ბავშვს, უყურებთ რა დახატა? მე ვეუბნები: რა მოხდა განსაკუთრებული? ის ომის წინააღმდეგია, რა არის აქ ასეთი? ... ჩვენ წაგვიყვანეს მანქანით. მოსწავლეები ფანჯრიდან გვიყურებდნენ, თითქოს ტერორისტები მიჰყავდათ. ჩვენ მივედით პოლიციის უფროსთან. ის მიკითხავდა ნოტაციებს, რომ მე არასწორად ვზრდი ბავშვს, “ - ჰყვება ალექსეი. ამის შემდეგ ალექსეი მოსკალზე შეადგინეს პროტოკოლი მუხლით: „საჯარო მოქმედებები, რომელიც მიმართული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების დისკრედიტაციისკენ“. სასამართლოს გადაწყვეტილებით ალექსეი დააჯარიმეს 32 ათასი რუბლით, იმ კომენტარის გამო, რომელიც სასამართლომ რუსული არმიის დამამცირებლად მიიჩნია.


როგორც ალექსეი ჰყვება სასამართლოს შემდეგ დღეს, მის შვილთან სკოლაში მივიდნენ ФСБ-ს თანამშრომლები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ჩაატარეს მასთან ბავშვის სწორი აღზრდის შესახებ საუბრები, მის გოგონას კი შესთავაზეს, რომ სათავეში ჩასდგომოდა რუსული არმიის მხარდამჭერ რაიმე ახალგაზრდულ გუნდს. მოსკალევას მისამართით ФСБ-ს თანამშრომლების მხრიდან ისმოდა მუქარები, რომ მას შვილს წაართმევდნენ, თავად კი ციხეში ჩასვამდნენ.



დეკემბრის ბოლოს ძალოვნები მოსკალევების სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, მამაკაცის თქმით, ამოიღეს დოკუმენტები, ტექნიკა, ასევე ფული. ჩხრეკის შემდეგ მოსკალევები დაკითხვაზე ФСБ-ში გადაიყვანეს. მოგვიანებით ალექსეი მოსკალევზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რუსეთის არმიის განმეორებითი დისკრედიტაციისთვის.


მედიის ინფორმაციით, ალექსეი მოსკალევი ამ დროისთვის დრეობითი დაკავების იზოლატორშია, მისი გოგონა მაშა კი, რომელსაც ალექსეი მარტო ზრდიდა, ბავშვთა თავშესაფარში გააგზავნეს.

3 მარტს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი მოსკალევს ერთთვიანი შინა პატიმრობა მიუსაჯეს. სავარაუდოდ თავშესაფრიდან მამასთან დააბრუნებენ შვილსაც.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up