რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის წარმომდგენლებმა უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი სამხედროების დედები დედის დღესთან დაკავშირებით დაასაჩუქრეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიაში ვრცელდება.
ლგოვსკის რაიონის ხელმძღვანელი სერგეი კოროსტელევი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცების დედებს შეხვდა და მათ პირსახოცების ნაკრები და ტორტი აჩუქა.