რუსეთში დარჩენილი ამერიკული კომპანიები აშშ-ის საგადასახადო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ

რუსეთში დარჩენილი ამერიკული კომპანიები აშშ-ის საგადასახადო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ

access_time2022-04-08 20:30:00

ამერიკელი სენატორების მიერ მომზადებული კანონპროექტი საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთში კვლავ საქმიანობენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.


გუშინ გამოქვეყნებული კანონპროექტის ავტორები სენატის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი, რონ უაიდენი და რესპუბლიკელი სენატორი, რობ პორტმანი არიან. კანონპროექტის მიზანია, შეცვალოს აშშ-ს საგადასახადო სისტემა, რომელიც ტრანსნაციონალურ კომპანიებს საშუალებას აძლევს, მცირე გადასახადები გადაიხადონ, თუკი ისინი გადასახადებს საზღვარგარეთაც იხდიან.


კანონპროექტით, რუსეთი და ბელარუსი უნდა დაემატოს იმ ქვეყნების სიას, რომელშიც ოპერირება კომპანიას უფლებას ართმევს, აშშ-ის გადასახადებში ის თანხა გამოექვითოს, რაც საზღვარგარეთ გადასახადის სახით უკვე გადაიხადა. ეს ქვეყნებია; ჩრდილოეთ კორეა, ირანი, სირია და სუდანი.


სენატორ უაიდენისა და პორტმანის ერთობლივ განცხადებაში ნათქვმია, რომ თუ კომპანიები გადაწყვეტენ, რუსეთში ბიზნესი და გადასახადების გადახდა განაგრძონ, მაშინ ისინი შეერთებულ შტატებში საგადასახადო დაქვითვებს დაკარგავენ. Bloomberg-ის შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები, რომლებიც შემოსავალს რუსეთში იღებენ, აშშ-ში ორმაგ დაბეგვრას დაექვემდებარებიან.



სააგენტო წერს, რომ კანონპროექტი გამაფრთხილებელი სიგნალია კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთში ოპერირებას განაგრძობენ. მათ შორის არის კომპანია, Koch Industries, რომელსაც რუსეთში მინის ორი ქარხანა აქვს და International Paper, Ilim ჯგუფის თანამფლობელი, რომელიც რუსეთის მერქნისა და ქაღალდის უმსხვილეს ქარხნებს აერთიანებს. იელის უნივერსიტეტის კვლევის მონაცემებით, რუსეთი 600-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, თუმცა ათობით ბიზნეს ჯგუფი ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება.


ამასთან, უაიდენ-პორტმანის კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ს ყველა საგადასახადო შეღავათის ჩამორთმევას სანქცირებული პირებისთვის, რომლებიც უკრაინის ომში მონაწილეობენ ან რუსულ კომპანიებს უკავშირდებიან.


„რუსმა ოლიგარქებმა და კომპანიებმა, რომლებიც პუტინს უჭერენ მხარს, ასევე, არ უნდა მიიღონ საგადასახადო შეღავათები შეერთებულ შტატებში,“ - აცხადებენ სენატორები.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up