რუსეთის უკრაინაში შეჭრის და დასავლეთის მკაცრი სანქციების დაწესებიდან ერთი წლის შემდეგ, რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე ჩინურმა იუანმა აშშ დოლარი შეცვალა, ამის შესახებ Bloomberg წერს.
მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, იუანმა ყოველთვიური ვაჭრობის მოცულობით დოლარს პირველად თებერვალში გაუსწრო და სხვაობა კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა მარტში. ამავდროულად, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრამდე, რუსულ ბაზარზე იუანის ვაჭრობის მოცულობა ძალიან მცირე იყო.
ცვლილება მოხდა მას შემდეგ, რაც წელს დასავლეთის სანქციებმა რამდენიმე რუსული ბანკი დააზარალა, რომლებმაც შეინარჩუნეს ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების შესაძლებლობა დოლარში და სხვა ვალუტაში.
მარტში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მისი ხელახალი არჩევის შემდეგ თავისი პირველი უცხოური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და დაჰპირდა რუსეთს, რომ გააფართოებს თანამშრომლობას ვაჭრობაში, ინვესტიციებში, მიწოდების ქსელებში, მეგაპროექტებში, ენერგეტიკასა და მაღალ ტექნოლოგიებში.
წლის დასაწყისში რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ საბაზრო ოპერაციები დოლარის ნაცვლად იუანზე გადაიტანა და სუვერენული სიმდიდრის ფონდისთვის ახალი სტრუქტურა შეიმუშავა, რათა მისი აქტივების 60% იუანში ყოფილიყო.
„მიუხედავად ამ ყველაფრისა, დოლარი მაინც ყველაზე პოპულარული ვალუტაა რუსულ ბაზარზე, რომელიც მხოლოდ ხანდახან ჩამორჩება იუანს ვაჭრობაში ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს“, - წერს Bloomberg-ი.