რუსეთში ელექტრონული პასპორტების გაცემა შეჩერდა

რუსეთში ელექტრონული პასპორტების გაცემა შეჩერდა

access_time2022-06-11 10:25:56

უკრაინაში ომის გამო, რუსეთის ციფრულმა სამინისტრომ ციფრული პასპორტების გაცემის პროექტი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. პროექტი ტექნიკურად უკვე მზად იყო და სამ რეგიონში ციფრული პასპორტების გაცემის დაწყება იგეგმებოდა. თუმცა, რუსეთის მთავრობა უკვე აღარ არის დარწმუნებული, რომ ელექტრონული პასპორტების დასამზადებლად საკმარისი პლასტმასი და ჩიპები ექნება. ინფორმაციას რუსული მედია Forbess Russia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის სამ რეგიონში ციფრული პასპორტების გაცემა უნდა დაწყებულიყო სმარტ ბარათისა და  QR კოდის შემცველი აპლიკაციით. ასეთ დოკუმენტებზე უნდა შენახულიყო პიროვნების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, თითის ანაბეჭდები, მართვის მოწმობა და სხვა მონაცემები.

ფედერალური პროექტის ციფრული საჯარო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ემელიანოვმა დაადასტურა პროექტის დროის შეცვლის ფაქტი. მისივე თქმით, გაძლიერებული დაცვის ზომებია საჭირო, როდესაც საქმე მოსახლეობის პერსონალურ მონაცემებს ეხება.

გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მთავრობაში პროექტი გაურკვეველი ვადით გაიყინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებული ვითარების გამო პროექტი პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. ოფიციალურად ელექტრონული პასპორტების იდეაზე უარი ფინანსური მიზეზებით ითქვა.


ციფრული პასპორტის ფასი 1000 რუბლი უნდა ყოფილიყო. Forbess Russia-ს ინფორმაციით,  უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ცხადი გახდა, რომ კრიზისის გამო ახალ პასპორტში ფულს არავინ გადაიხდიდა.

თუმცა, ფინანსური მიზეზების მიუხედავად, პროექტის შეჩერების მთავარ მიზეზად მაინც ელექტრონული ბარათების დეფიციტი სახელდება. რუსეთს აღარ აქვს საკმარისი რაოდენობით პლასტიკური ბარათები და ჩიპები. 

წყარო: tabula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up