რუსეთში იძულებით დეპორტირებული 31 უკრაინელი ბავშვი მშობლებს დაუბრუნდა. ბავშვების დაბრუნება ორგანიზაცია „გადავარჩინოთ უკრაინის“ ორგანიზებით მოხერხდა. ისინი რუსეთიდან, ბელარუსის გავლით, უკრაინაში ჩაიყვანეს. ერთ-ერთი ბავშვი ყვება, რომ მათ ეუბნებოდნენ, რომ მშობლებს ისინი აღარ სურდათ, ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.
კიევის შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში თითქმის 19500 ბავშვი იქნა დეპორტირებული. მოსკოვი უარყოფს ბავშვების გატაცებას და აცხადებს, რომ ისინი ყველა საკუთარი უსაფრთხოებისთვის წაიყვანეს.