რუსეთში ავტონაწილების ფასების ზრდა გრძელდება. ზოგი მათგანი 2022 წლის იანვრიდან 30-დან 100%-მდე გაძვირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსეთში ყველაზე მეტად ევროპული წარმოების მანქანების ნაწილები გაძვირდა. 2022 წლისთვის რუსეთში ავტომობილების სათადარიგო ნაწილები იაფი იყო. მათ ღირებულებაზე გავლენა შავი ბაზრის მიმწოდებლებმა და საქონლის არაოფიციალურმა დილერებმა მოახდინეს.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ავტონაწილების მომწოდებლების უმეტესობამ რუსეთი დატოვა. 2022 წლიდან რუსეთის ფედერაციაში აკრძალულია გაგრილების სისტემის ტუმბოების, ძრავის ზეთის და ევროპული წარმოების სხვა საქონლის იმპორტი.
ახლა რუსები ბევრ ნაწილს შუამავლების დახმარებით ყიდულობენ. მათ საქონლის ფასზე შუამავლის მომსახურების დამატებაც უწევთ, რაც საქონლის ფასს აძვირებს.
2022 წლის იანვრიდან, პოპულარული მწარმოებლების საავტომობილო ზეთებისა და სახარჯი მასალების ფასი რუსეთში თითქმის გაორმაგდა. გაყიდვაშია ევროპული საქონლის ბიუჯეტური ანალოგები, რომლებიც ჩინეთშია დამზადებული.
ფასების პარალელურად იზრდება მოთხოვნა სათადარიგო ნაწილებზე. 2022 წელს მოთხოვნა 4,6%-ით გაიზარდა. გამოცემა წერს, რომ ამის მიზეზი რუსეთში მეორადი მანქანების საშუალო ასაკის ზრდაა.