უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდის გამო რუსეთში აპრილში იპოთეკური დაკრედიტების ვარდნა იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეს პანდემიის პერიოდში მოხდა. ამის შესახებ „ეკვიფაქსის“ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, ზრდა არც მაისში იკვეთება, წერს რუსული გამოცემა rbc.ru.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
2022 წლის აპრილში რუსულმა ბანკებმა მოსახლეობას 37 200 იპოთეკური სესხი დაუკმაყოფილეს, რომლის ჯამურმა მოცულობამ 130,5 მლრდ რუბლი ($2 მლრდ) შეადგინა. ამის შესახებ საკრედიტო ისტორიების ბიუროს „ეკვიფაქს“ ანგარიშშია ნათქვამი. მარტთან შედარებით აპრილში იპოთეკური დაკრედიტება 75%–ით არის შემცირებული.